ნოყიერი და ძალიან გემრიელი წვნიანი ხორცითა და ბოსტნეულით
fpaparazzi ცხელი წვნიანის გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- საქონლის ხორცი 450 გ
- 1 თავი ხახვი
- 2 ს/კ ზეთი
- 1 სტაფილო
- 100 გ მწვანე ლობიო (კონსერვი)
- 100 გ კომბოსტო
- 200 გ კარტოფილი
- 4 ს/კ ტომატპასტა
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხრაკეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი.
- ხორცი დაჭერით კუბიკებად და დაუმატეთ ხახვს. ხრაკეთ 5 წუთი.
- ქვაბში აადუღეთ წყალი და ჩაუშვით მოხრაკული ხახვი და ხორცი. ხარშეთ 1 საათის განმავლობაში.
- დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, მწვანე ლობიო, კომბოსტო და ტომატპასტა.
- ხარშეთ ბოსტნეულის სრულ მომზადებამდე.
- შემდეგ გააჩერეთ თავდახურულ ქვაბში წვნიანი 1 საათი და გემრიელად მიირთვით!