უგემრიელესი სამარხვო წვნიანი პომიდვრითა და ბაზილიკით
მომზადების დრო- 1 საათი, პორციების რაოდენობა- 4, კალორიულობა- 88 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ზეითუნის ზეთი- 1 ს.კ
- მარილი- 2 ჩ.კ
- ნიახური- 1 კონა
- დაფნის ფოთოლი-2 ცალი
- წყალი ან ახალი ბოსტნეულის ბულიონი- 500 მგ
- ბაზილიკი- 1 კონა
- მწიფე პომიდორი- 1 კგ
- ხმელი ქონდარი
- ნიორი- 3 კბილი
- ხახვი- 1 თავი
მომზადების წესი:
- პომიდვრები და ხახვი გაჭერით 4 ნაწილად, ნიორი შუაზე. ნიახური და ბაზილიკი დაჭერით წვრილად.
- დასუფთავებული და დაჭრილი ინგრედიენტები, ბაზილიკის გარდა, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ბულიონი, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ქონდარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
- ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ამოიღეთ ხახვი და დაფნის ფოთოლი.
- ბულიონში დარჩენილი ყველა ინგრედიენტი დააბლენდერეთ. შემდეგ კი თავისივე ბულიონით გაათხელეთ სასურველ კონსისტენციამდე.
- წვნიანი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი. მირთმევამდე მოაყარეთ ბაზილიკი.