სანამ ეს ბოსტნეული არ გამქრალა დახლებიდან, მოასწარი მისგან უგემრიელესი კერძის მომზადება. იდეალურია ჩაისთან მისართმევათ.
გემრიელი და მარგებელი სასუსნავი ძალიან მოეწონებათ ბავშვებს და უფროსებს, ასევე მათ ვინც თავის წონას აკნტროლებს, ჯერ ერთი გოგრა დაბალკალორიული პროდუქტია, მეორეც ეს უნაზესი ნამცხვარი მზადდება ფქვილისა და შაქრის გარეშე
ინგრედიენტები
მომზადების წესი
როგორც ხედავთ ყველაფერი ძალიან ადვილია, მომზადების პროცესს ნებისმიერი დიასახლისი გაართმევს თავს! მიირთვით გემრიელად !
ინგრედიენტები
- გოგრა 600გრ
- მანის ფქვილი 0,5 ჭიქა
- კვერცხი 2ც.
- ზეითუნის ზეთი 3 სადილის კოვზი
- მარილი 0,25 ჩაის კოვზი
- ყველი გემოვნებით;
- კვახის მარცვალი გემოვნებით
მომზადების წესი
- გარჩეული და გარეცხილი გოგრა გავხეხოთ სახეხზე
- ავთქვიფოთ კვრცხი მარილთან ერთად და შემდეგ შევურიოთ გოგრას, ასე უფრო ჰაეროვანი გამოვა
- დავუმატოთ 4-5 სადილის კოვზი მანის ფქვილი ავურიოთ და დავტოვოთ 5-10 წუთით , იმისათვის, რომ მანი გაფუვდეს
- შემდეგ ჩავასხათ ზეითუნის ზეთი , ზეთის შეცვლა შეიძლება ნებისმიერი სხვა მცენარელი ზეთით, რომელსაც მკვეთრი გემო არა აქვს
- ახლა ჩავაყაროთ დარჩენილი მანი, საჭიროა მივაქციოთ ყურადღება, რომ ნარევი არ გამოვიდეს არც ძალიან თხელი და არც სქელი და კარგად მოვურიოთ
- გადმოვიღოთ მიღებული მასა ზეთმოსმულ ფორმაზე და შევდგათ გაცხელებულ აერღუმელში
- გამოვაცხოთ დაახლოებით ნახევარი საათი 180-200 გრადუსზე
- 5 წუთით ადრე გამოვიღოთ დ ა მოვაყაროთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ყველი
- გამოვიღოთ გამზადებული კერძი და ზემოდან მოვაყაროთ კვახის გულები, გავაცივოთ
როგორც ხედავთ ყველაფერი ძალიან ადვილია, მომზადების პროცესს ნებისმიერი დიასახლისი გაართმევს თავს! მიირთვით გემრიელად !