ფრანგული მანერით გამომცხვარი გოგრა. ოქროსფერი ქერქით და პიკანტური გემოთი...

ფრანგული მანერით გამომცხვარი გოგრა. ოქროსფერი ქერქით და პიკანტური გემოთი...
შემოდგომის ცივი სეზონის დროს, დროის მოკვლის მიზნით ვეტანებით არა მარტო სამაგიდო თამაშებს არამედ ვერთობით ნათელი, კაშკაშა, თბილი ფერის გოგრის გამოცხობითაც, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ბუნებამ დააჯილდოვა ეს ლამაზი ფერის ბოსტნეული და შექმნა მელანქოლიური სეზონის გასალამაზებლად.

დესერტი, ნამცხვარი და უტკბილო კვახის გარნირი გვჩუქნის ზაფხულის მზის ნაწილს და განუმეორებელ გემოს, გთავაზობთ ზემოთ ნათქვამში დასარწმუნებლად ფრანგული სამზარეულოს ნაწარმს დასახელებით Gratain de potiron

ინგრედიენტები:
  • ზეთი - 6 ს/კ
  • გოგრა - 1 კგ.
  • ნაღები - 120 მლ.ლ
  • პარმეზანი - 100 გრ.
  • ხახვი - 1 ც.
  • წყალი - 60 მლ.ლ
  • კვერცხი - 2 ც.
  • დაფქვილი სუხარი - 0,5 ჭიქა
  • შავი წიწაკა - გემოვნებით
  • მარილი - გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გოგრა და ხახვი დაჭერით კუბიკებათ. გააცხელეთ ტაფაზე ზეთი შეწვით , ზემოდან დაალაგეთ გოგრა დაასხით წყალი დააფარეთ თავსახური და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი
  2. მოშუშული კვახი გადმოიღეთ და გააკეთეთ პიურე, კვერცხი გადაურიეთ ნაღებში და აურიეთ პიურეში, დაამატეთ პარმეზანის ნახევარი , მარილი, შავი წიწაკა და აურიეთ.
  3. საცხობ ფორმას წაუსვით 2 სადილის კოვზი კარაქი მოაყარეთ სუხარი ჩაასხით ფორმაში გოგრის ნაზავი, მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანი და სუხარი მოასხურეთ 1 სადილის კოვზი ზეთი და 35-40 წუთით შედგით 175 გრადუსზე.

ოქროსფერი, გამომცხვარი გვერდი გვიწვევს კიდევ და კიდევ მოვჭრათ პატარა ნაწილი და ვისიამოვნოთ ამ საუკეთესო კერძით.