უგემრიელესი მარმარილოსებრი დესერტი გოგრითა და ხაჭოთი

უგემრიელესი მარმარილოსებრი დესერტი გოგრითა და ხაჭოთი
fpaparazzi ლამაზი, გემრიელი და რაც მთავარია, სასარგებლო დესერტის რეცეპტს წარმოგიდგენთ!

საჭირო მასალა:
  • უცხიმო ხაჭო 500 გ
  • გოგრა 125 გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მანის ბურღული 3 ს/კ
  • რძე 1 %-იანი 100 მლ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • დაფქული დარიჩინი 1 ჩ/კ
  • დამატკბობელი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ ბლენდერით ხაჭო, რძე, კვერცხი, მანის ბურღული და დამატკბობელი.
2. გაყავით მიღებული მასა 2 ნაწილად.
3. გოგრა გახეხეთ და გაწურეთ, დაუმატეთ დარიჩინი და დამატკბობელი.
4. შეურიეთ გოგრა ხაჭოს მასის ერთ ნაწილს.
5. ფორმას წაუსვით კარაქი და გადაიტანეთ ფენებად ცომი: 2 კოვზი თეთი მასა, 2 კოვზი ნარინჯისფერი.
6. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.
გემრიელად მიირთვით!