მაფინები ჯეიმი ოლივერისგან
ამ გემრიელი მაფინებით შეგიძლიათ ზაფხულის საღამოები კიდევ უფრო გემრიელი გახადოთ. FPAPARAZZI-ის რედაქციამ შეგირჩიათ უგემრიელესი მაფინების რეცეპტი ჯეიმ ოლივერის ინტერპრეტაციით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- მანის ბურღული 100გ
- ფქვილი- 50გ
- გამაფხვიერებელი- ½ ჩ.კ
- შაქრის პუდრა 70 გ
- 1 კვერცხი
- მცენარეული ზეთი- 70-80 გ
- რძე- 100 მლ
- ჯემი ან მურაბა
მომზადების წესი:
- მანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქრის პუდრა ერთმანეთში აურიეთ.
- ცალკე ჯამში კვერცხი, ზეთი და რძე ჩანგლით გათქვიფეთ და დაუმატეთ ფქვილიან მასას.
- ურიეთ მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- მაფინის ფორმებში ჩაასხით 1.5 კოვზი ცომი.
- შუაგულში ჩაუდეთ ჩაის კოვზი მურაბა ან ჯემი და ზემოდან ისევ ცომი დაასხით.
- ფორმები დაახლოებით 2/3-ით უნდა იყოს გავსებული.
- მაფინები შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25- 30 წუთით.
- როდესაც მაფინები ოქროსფერი გახდება, შეგიძლიათ გამოიღოთ.
გემრიელად მიირთვით.