ამ სალათამ ინტერნეტ მომხმარებელი დაიპყრო... საუკეთესო კერძი საახალწლო სუფრისთვის!
გვინდა გაგიზიაროთ სალათის რეცეპტი, რომლის დასახელებაა ,,ყვითელი ძაღლი“, იგი მზადდება ძალიან ადვილად, მთავარი ამოცანაა- ლამაზად და აკურატულად დაალაგოთ ინგრედიენტები, მოამზადეთ ეს საჭმელი და თქვენი ბავშვები სიხარულით აღფრთოვანდებიან.
ინგრედიენტები
- კარტოფილი 2 ც
- სტაფილო 1ც
- ქათმის ფილე 300გრ
- კიტრი 1-2 ც
- მაიონეზი 3 სადილის კოვზი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა გემოვნებით
- ზეთისხილი 3-4ც
- პამიდორი 1ც
- მიხაკი 6ც
- კვერცხი 2ც
- მოხარშეთ კანიანი კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი და ქათმის ფილე როდესაც ბოსტნეული მოიხარშება გააცალეთ კანი და ნაჭუჭი
- კარტოფილი და სტაფილო დაჭერით პატარა კუბიკებადდა ჩაალაგეთ ღრმა ჭურჭელში
- ასევე დაჭერით ქათმის ფილე, დააქუცმაცეთ კიტრი, დაჭერით ერთი კვერცხი დაამატეთ სტაფილოანი ფილეს ჯამს, ასევე დაამატეთ მარილი, წიწაკა, მაიონეზი და კარგად ამოურიეთ
- გადმოიღეთ სალათა გაშლილ ლანგარზე მიეცით ყურებიანი ძაღლის თავის ფორმა
- დარჩენილი კვერცხის გული და ცილა გამოყე ცალკ ცალკე. გული დაახეხე სახეზე, ცილით გაუკეთე ყურები და ცხვირ-პირი
- დაჭერით ზეთისხილი და მისგან გაუკეთეთ თვალები წარბები ცხვირი და ენა (ენა შეიძლება გაკეთდეს პამიდორის ნაჭრისაგანაც) პატარა წვერები გაუკეთეთ მიხაკისაგან