გემრიელი და ძალიან ლამაზი სალათა "ფორთოხლის ნაჭერი"

გემრიელი და ძალიან ლამაზი სალათა "ფორთოხლის ნაჭერი"
იმისათვის, რომ ახალი წელი ბევრად ფერადი გამოვიდეს, fpaparazzi კრეატიული, საახალწლო სალათის იდეას მოგაწვდით.

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ხახვი 1-2 ცალი
  • მჟავე კიტრი 1-2 ცალი
  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მაიონეზი 100 გ
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის 150 გ


მომზადების წესი:
  1. მოხარშეთ კარტოფილი და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  2. დააწყვეთ გაშლილ თეფშზე კარტოფილი ნახევარმთვარის (ფორთოხლის ნაჭრის) ფორმით.
  3. მოაყარეთ მარილი და პილპილი ზემოდან მოასხით მაიონეზი ბადისებურად.
  4. მოხარშეთ ქათმის ფილე და დაძენძეთ.
  5. ქათმის ფილე გაანაწილეთ კარტოფილზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კვლავ მოასხით მაიონეზი ბადისებურად.
  6. დაჭერით ხახვი კუბიკებად, მოაწყვეთ ქათამს და მოასხით მაიონეზი.
  7. დაჭერითი წვრილად მჟავე კიტრი, მოაწყვეთ ხახვზე და მოასხით მაიონეზი.
  8. მოხარშეთ სტაფილო და გახეხეთ წვრილ სახეხზე.
  9. გაანაწილეთ ძირითად მასის შიდა მხარეს, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  10. კარტოფილის ნაწილს გახეხილი ყველი მოაყარეთ, ხოლო დარჩენილი გახეხილი სტაფილოთი გააკეთეთ ტიხრები.
  11. შედგით სალათა 1-2 საათით მაცივარში და შემდეგ მიიტანეთ სუფრასთან.


გემრიელად მიირთვით!