საახალწლო ქათმის სალათა!

საახალწლო ქათმის სალათა!
fpaparazzi გთავაზობთ სალათის რეცეპტს, რომელიც აუცილებლად დაიკავებს საპატიო ადგილს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 300 გ
  • მაგარი სახეობის ყველი 150 გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კივი 1 ცალი
  • სიმინდის კონსერვი 100 გ
  • მაიონეზი 3 ს/კ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. მოამზადეთ ყველა საჭირო ინგრედიენტი: სტაფილო და ქათმის ხორცი მოხარშეთ, კვერცხი მოხარშეთ მაგრად.
  2. ყველი და სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე.
  3. წვრილად გახეხეთ კვერცხიც.
  4. ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად ან დაძენძეთ, როგორც მოისურვებთ.
  5. დაალაგეთ სალათა ფენებად. აიღეთ გაშლილი თეფში, შუაში მოათავსეთ პატარა ლანგარი და მის ირგვლივ გაანაწილეთ ჯერ კვერცხი, წაუსვით მაიონეზი.
  6. ზემოდან გაანაწილეთ ქათმის ხორცი და ასევე წაუსვით მაიონეზი (მარილი და პილპილი თქვენი გემოვნებით).
  7. შემდეგი ფენა - სტაფილო.
  8. შემდეგ გახეხილი ყველი და ისევ მაიონეზი.
  9. სალათა მორთეთ კივის თხელი ნაჭრებით და სიმინდის მარცვლებით.
  10. მიიღებთ ძალიან ლამაზ და სადღესასწაულო სალათას.

გემრიელად მიირთვით!