ბოსტნეულის სალათა-ტორტი. გაამრავალფეროვნეთ თქვენი სადღესასწაულო სუფრა!
fpaparazzi აგრძელებს საახალწლო სუფრისთვის რეცეპტებით თქვენს მომარაგებას. ჩაინიშნეთ ამ უგემრიელესი სალათის რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარტოფილი 4 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- კვერცხი 5 ცალი
- კომბოსტო 250 გ
- ნიგოზი 1 ჭიქა
- მაიონეზი გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი. გააცივეთ, გაფცქვენით. დაჭერით პატარა კუბიკებად კარტოფილი და კვერცხის გული. კვერცხის ცილა დაიტოვეთ მოსართავად.
- კომბოსტო დაჭერით წვრილად, დაამარილით და გაწურეთ.
- ნიგოზი მოხალეთ მშრალ ტაფაზე და დააქუცმაცეთ.
- უმი სტაფილო გახეხეთ.
- ააწყვეთ სალათა ფენებად: პირველი ფენა - კარტოფილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, წაუსვით მაიონეზი.
- მეორე ფენა - სტაფილო, მარილი და მაიონეზი.
- მესამე ფენა კვერცხის გული.
- მეოთხე ფენა - კომბოსტო, მაიონეზი, ცოტა მარილი.
- ბოლო ფენად მოაყარეთ კვერცხის წვრილად გახეხილი ცილა.
- გააჩერეთ ცოტა ხანი სალათა, რათა ერთმანეთს გაუჯდეს ყველაფერი. შემდეგ კი დაჭერით, როგორც ტორტი და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!