უგემრიელესი და ულამაზესი სალათა „გვირილების მდელო“
fpaparazzi გთავაზობთ სალათის რეცეპტს, რომელიც არა მხოლოდ ძალიან გემრიელია, არამედ ისეთი ლამაზი, რომ ოჯახში დღესასწაულის შეგრძნებას შექმნით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- მოხარშული ქათმის ფილე 400 გ
- მოხარშული ბრინჯი 200 გ
- მოხარშული კვერცხი 3 ცალი
- სტაფილო 2 ცალი
- კიტრი 2 ცალი
- ხახვი 1 ცალი
- მაიონეზი 150 გ
- სალათის ფურცლები 150 გ
- მაიონეზი 150 გ
- კამა გემოვნებით
- მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- სტაფილო გახეხეთ მსხვილად და მოხრაკეთ ზეთში.
- ხახვი და კიტრი დაჭერით კუბიკებად.
- სალათა ააწყვეთ შემდეგი თანამიმდევრობით: სალათის ფურცლები, ბრინჯი, ქათმის ფილე, ხახვი, სტაფილო, კიტრი.
- ბრინჯიდან დაწყებული ყველა ფენას მოაყარეთ მარილი და პილპილი და წაუსვით მაიონეზი.
- ბოლო ფენა მორთეთ კვერცხისგან გაკეთებული გვირილებით: ცილა დაჭერით, როგორც ყვავილის ფურცლები, ხოლო გულისგან გააკეთეთ ყვავილის ყვითელი გული. კამისგან გააკეთეთ ყვავილის ღეროები.
გემრიელად მიირთვით!