ბევრი ძიების შემდეგ ხალხურ მედიცინაში აღმოვაჩინე ჰიპერტონიის სამკურნალო შესანიშნავი საშუალება
დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვებრძვი დაავადებას, რომელიც, როგორც მედიკოსები ამტკიცებენ, ყოველ მეხუთე ადამიანს აქვს. ეს არის ჰიპერტონია. რაც 45 წელს გადავაბიჯე, მაღალი წნევა თავს აღარ მანებებს. დავიწყე ჰიპერტონიის სამკურნალო ხალხური რეცეპტების შეგროვება და მგონი, უკვე ყველა რეცეპტი მაქვს, რაც კი საქართველოში მოიპოვება.
ჰიპერტონიის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა უამრავ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას გვთავაზობს. ერთ - ერთი მათგანია ძახველი. მას ეფექტურად ვიყენებ, მაგრამ გამოცდილებამ დამანახა, რომ წელიწადის სხვადასხვა დროს მისი გამოყენება სხვადასხვანაირად ჯობს.
მაგალითად, გვიან შემოდგომაზე ვიწყებ ძახველის სიროფის სმას ( სიფორს ასე ვამზადებ: ძახველს ვხეხავ და ვამატებ შაქარს თანაფარდობით 1:1). ძახველის სიროფი ძალიან გემრიელია. თუ შაქრის მიღება არ გსურთ, ძახველმა პირი რომ არ გაგიმწაროთ, უნდა მოყინოთ და ისე მიირთვათ.
შემოდგომაზე და ზამთარში ხშირად ვსვამ შავბალახას ნაყენს: ერთ სუფრის კოვზ მშრალ შავბალახას ვასხამ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, ნახევარი საათით ვაყენებ და ვიღებ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, თითო სუფრის კოვზს დღეში სამჯერ. ეს დოზა პრაქტიკულად ჰომეოპათიურია და არავითარ გართულებას არ იწვევს, მაგრამ შესანიშნავად აწესრიგებს არტერიულ წნევას. ამასთანავე, აჯანსაღებს ნერვულ სისტემას, ამაგრებს ფსიქიკას.
ჰიპერტონიით დაავადებულებს ვურჩევ, აუცილებლად მოსინჯონ მკურნალობის ეს მეთოდი. მე მისი წყალობით თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ბოლო ხანს წნევა 150 - ს ერთხელაც არ ასცილებია, რაც ჩემი ასაკისთვის - 57 წლის გახლავართ - თითქმის დაუჯერებელია.