უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს.
დიდი ხანია მაქვს მაღალი წნევა. მინდა, მათ, ვისაც იგივე პრობლემა აწუხებს, ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მკურნალობა ეფექტური უნდა იყოს, რაციონი უნდა გავამდიდროთ კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი საკვებით. ასეთია გარგარი და მისი ჩირი, ქიშმიში, ბანანი, ბადრიჯანი, ასკილი, წიწიბურა, შვრია, რძის და ზღვის პროდუქტები, ჭარხალი და მისი წვენი (შეიძლება, წვენს თაფლიც დავუმატოთ), ოხრახუში, კამა, ნიახური, ვაშლი.
ამ ნარევს არავითარი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი არ აქვს, მისი მიღება შეიძლება დიდხანს. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ - დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ ნაყენის მიღება შეწყვიტოთ. მე ორმაგ დოზას ვამზადებ ხოლმე, ვინახავ მაცივარში და ვიღებ 3-3 კვირიან კურსებად. შუალედში 10-12 დღით ვისვენებ.
- მაღალ წნევას უხდება კუნელიც. 1 სუფრის კოვზ ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეიძლება ასევე, 2 სუფრის კოვზ კუნელის წვრილად დაჭრილ ნაყოფს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 15 წუთი ორთქლის აბაზანაზე, შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ 1/3 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ეს რეცეპტი ერთმა კარდიოლოგმა მასწავლა, რომელსაც კურორტის კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა: - მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და წამოადუღეთ, ჩაყარეთ შიგ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლა და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ და გაწურეთ. ნახარში გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. პერიოდულად იზომეთ წნევა.
მკურნალობის ეფექტი 2-2,5 წელიწადს გასტანს, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაეკაროთ სასმელს. უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს.
კიდევ მინდა, გასწავლოთ ჩემი საყვარელი რეცეპტი, რომელიც აქვეითებს წნევას, თანაც ორგანიზმს ამაგრებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც ზამთარში ყველას გვაკლია. მე მაღალი წნევაც და მისი დამწევი წამლის რეცეპტიც ბებიაჩემისგან მერგო. ეს წამალი ადვილი მოსამზადებელია: - აურიეთ ერთმანეთში 200 გრ წითელი ჭარხლის წვენი, თაფლი, დაამატეთ 100 გრ შტოშის წვენი და 100 მლ სამედიცინო სპირტი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ ნარევს არავითარი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი არ აქვს, მისი მიღება შეიძლება დიდხანს. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ - დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ ნაყენის მიღება შეწყვიტოთ. მე ორმაგ დოზას ვამზადებ ხოლმე, ვინახავ მაცივარში და ვიღებ 3-3 კვირიან კურსებად. შუალედში 10-12 დღით ვისვენებ.