დაბალი წნევის სამკურნალო ხალხური რეცეპტები

დაბალი წნევის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
ჩემი გოგონა 18 წლისაა. დაბალი წნევა აქვს და ძალიან აწუხებს. როცა მეტისმეტად დაუწევდა, ხან ყავას ვასმევდი, ხან შაქრიან წყალს. იმ წუთას კი შველოდა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ წნევა ისევ უვარდებოდა.
ამ გაზაფხულის დამდეგს სოფლიდან დედამთილი ჩამომივიდა და რომ დაინახა, რა დღეში იყო მისი შვილიშვილი, მისაყვედურა, მე სოფელში სხვებს ვშველი და ჩემი გოგო ასე თუ იყო, რატომ არ შემატყობინეთო. მართალი გითხრათ, არც გამხსენებია, ჩემი დედამთილი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით რომ იყო გატაცებული... მან ასეთი საშუალება გვასწავლა:
  • 1 სუფრის კოვზ უკვდავას ყვავილს უნდა დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 5 წუთი. სულ ორი კვირა სვა ჩემმა გოგონამ ეს ნახარში (2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე ) და წნევა მოუწესრიგდა. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ აღარ შეუწუხებია.

  • დილით, უზმოზე, უნდა მიიღოთ 1 ჩაის კოვზი ბროწეულის წვენი ან სირჩა კონიაკი, თუ იტანთ და გული არ გაწუხებთ.

  • ძალიან სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური ვარჯიში, დატვირთვა, კონტრასტული შხაპი, სეირნობა სუფთა ჰაერზე, რეგულარული დასვენება და სრულფასოვანი ძილი. დაბალწნევიანებისთვის არ შეიძლება გამოუძინებლობა, არარეგულარული კვება, უჰაერო ოთახში, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, პასიური დასვენება (დივანზე წოლა და ტელევიზორის ყურება ).

  • დაბალი წნევის დროს სასარგებლოა პორტვეინის მიღება - 100 მლ-ისა დღეში ერთხელ. მერყევი წნევის დროს:

  • 1 ს/კ მატიტელას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი