აი რა მოსდის ორგანიზმს, როდესაც მიირთმევთ ქონს. არ ჩამოვარდეთ სკამიდან!

აი რა მოსდის ორგანიზმს, როდესაც მიირთმევთ ქონს. არ ჩამოვარდეთ სკამიდან!
ქონის სარგებელი



ქონი დიდი რაოდენობით შეიცავს A, D, E ვიტამინებს, აგრეთვე კაროტინს. ეს კანქვეშა ქონი ეხმარება იმუნიტეტის შენარჩუნებაში და ორგანიზმის საერთო ტონუსის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდში.

ქონის მავნებლობაზე მრავალი ლეგენდა დადის, რომელიც ხშირად აფრთხობს ამ პროდუქტის მოყვარულ ხალხს. მოდით გავერკვეთ საკითხის არსში და გავფანტოთ მითები.

1. ქონი იწვევს სიმსუქნეს და ცხიმის სიჭარბეს

ეს მთლად სწორი არ არის: ქონი, სხვა პროდუქტების მსგავსად, უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე მხოლოდ ჭარბი რაოდენობის შემთხვევებში. ჯანმრთელ ადამიანებს, ვისაც არ აწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და ფარისებრი ჯირკვალის პრობლემები, ქონი მხოლოდ წაადგებათ. ჯანმრთელი ადამიანისთვის ახალი ქონის დღიური ნორმა შეადგენს 10-30 გრამს.



2. ქონი - ერთობ მძიმე საკვებია

ესეც მითია: ჯანმრთელ ადამიანებს ქონი არ უქმნის პრობლემებს საჭმლის მონელებაში. კანქვეშა ქონი წარმოუდგენლად სასარგებლოა ორგანიზმისათვის იმიტომ, რომ ეს პროდუქტი დნება ჩვენი სხეულის ტემპერატურაზე. უნდა დავძინოთ, რომ ის მავნეა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტანჯებიან ნაღველის გამომუშავების პრობლემებით.



3. ქონი - ერთიანი ცხიმია

ჰოდა ვინ თქვა, რომ ეს ცუდია? კანქვეშა ცხიმი - უნიკალური სტრუქტურაა, რომელიც მდიდარია იშვიათი არახიდონური მჟავით. ეს ნივთიერება ერთობ აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მის გარეშე არ შეუძლია იმუნურ რეაქციას, და კიდევ ეს მჟავა აუცილებელია ქოლესტერინული გაცვლისთვის.



4. ქონი შეიცავს ქოლესტერინის დიდ რაოდენობას.

ცხოველური წარმოშობის ნებისმიერი პროდუქტის მსგავსად, ქონი შეიცავს ქოლესტერინს. ეგ არის, რომ მისი რაოდენობა არც ისე დიდია, როგორც ჰგონიათ. 100 გ ახალი ქონი შეიცავს 70-100 მილიგრამ ქოლესტერინს. შედარებისთვის: 100 გ საქონლის თირკმელი შეიცავს 1126 მილიგრამ ქოლესტერინს.



არ ღირს ნერვიულობა, თუ მიირთვით დიდი რაოდენობით ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტი. ექიმებმა დიდი ხანია დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში და ქსოვილებში მცირედ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ქონი შეჭამეთ.

ბევრად მნიშვნელოვანია ქოლესტერინული გაცვლა. ორგანიზმმა უნდა მიიღოს სასარგებლო ნივთიერებების მაქსიმუმი და სწორად გადაამუშავოს ისინი. ამაში მას დაეხმარებიან ქონში არსებული მჟავები - ლინოლმჟავა და არახიდმჟავა.

5. ქონი პურთან - ძალიან მავნებელია!

რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, ესეც სიცრუეა. ასეთი შეხამება უაღრესად მარგებელია ჩვენი ორგანიზმისთვის: ორივე პროდუქტი ჩინებულად ექვემდებარება გადამუშავებას იმ პირობით, რომ ადამიანი ჯანმრთელია.

იმათთვის, ვინც ცდილობს გახდომას, ქონიც დადებით სამსახურს გასწევს, ის ხომ ენერგიის მშვენიერი წყაროა. ქონი ბოსტნეულით - დიეტისთვის საუკეთესო არჩევანია.



გაუზიარეთ მეგობრებს ეს ინფორმაცია. ისინიც ბევრ საინტერესოს გაიგებენ!