სპორტსმენმა დაქალმა მისი ლამაზი ფიგურის საიდუმლო გამანდო. შედეგმაც არ დააყოვნა.

სპორტსმენმა დაქალმა მისი ლამაზი ფიგურის საიდუმლო გამანდო. შედეგმაც არ დააყოვნა.
უმრავლესობისთვის თევზის ქონის სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობიდან კარგად არის ცნობილი. ეს პროდუქტი სრულიად დამსახურებულად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო დანამატად, რომელსაც საოცრად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. დღესდღეობით მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში კაფსულების სახითაა შესაძლებელი.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რატომ უნდა მიიღოთ ყოველდღიურად ერთი კაფსულა ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი. თევზის ქონი ღირებული დანამატია მასში შემავალი ომეგა 3-ისა და ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავების, დიდი რაოდენობით ვიტამინებისა და მინერალების ხარჯზე. სწორედ მისი ეს შემადგენლობა გვიწყობს ხელს ზედმეტი კილოგრამების სწრაფად დაწვაში, სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღებაში.

სპორტსმენმა დაქალმა მისი ლამაზი ფიგურის საიდუმლო გამანდო. შედეგმაც არ დააყოვნა.

თევზის ქონის ცხიმების მოსაშორებლად და კუნთოვანი მასის ზრდისთვის

სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ ომეგა 3-ის ჯგუფის ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში სტიმულირებს იმ მექანიზმებს, რომლებიც ცხიმის რეზერვების განადგურებაზეა პასუხისმგებელი. განსაკუთრებით სასარგებლო თევზის ქონის მიღება იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც რეგულარულად საკუთარ თავს ფიზიკურად ტვირთავენ.

  • თევზის ქონის სასარგებლო თვისებების მივყავართ ორგანიზმის უამრავი სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე;

  • მოცემული პროდუქტი სტიმულირებს ორგანიზმის უნარს, გარდაქმნას კანქვეშა ცხიმგროვები ენერგიად, რაც განსაკუთრებით სასარგებლო სპორტსმენებისთვისაა;

  • ის აძლიერებს კუნთოვან ქსოვილებში ცილის გამომუშავების პროცესს.



რეგულარულად თევზის ქონის მიღება ხელს გვიწყობს არა მხოლოდ წონის დაკლებაში, არამედ:

  • არტერიული წნევის დარეგულირებაში;

  • თრომბების ფორმირების რისკის შემცირებაში;

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის შემსუბუქებაში;

  • თმის, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.



აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თევზის ქონს ახასიათებს უკუჩვენებები: მისი მიღება კატეგორიულად ეკრძალებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისგან იტანჯებიან. გარდა ამისა, საკმაოდ ხშირია ინდივიდუალური აუტანლობა მოცემული პროდუქტის მიმართ. ასევე, გაითვალისწინეთ, თუ გსურთ თავიდან აირიდოთ კუჭის გაღიზიანება, არ მიიღოთ თევზის ქონის უზმოზე.