ღორის ქონის კვებითი და სამკურნალო თვისებები მრავალი დაავადების დროს
ღორის ქონს (სალას) დიდად აფასებენ ჩეხეთში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უნგრეთში, უკრაინაში, რუსეთში და კახეთში! თანაც არცთუ უმიზეზოდ!
ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პროდუქტის მიმართ მსოფლიოში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მაგალითად, ყველასათვისაა ცნობილი, რომ ისლამური რელიგია კრძალავს ღორის ხორცის და, შესაბამისად, ქონის საკვებად გამოყენებას.
ღორის ქონი (სალა) ძალიან კალორიული პროდუქტია, ამიტომაც შეიტანეს ის მონადირეების, მეტყევეების და ხანგრძლივი სამეცნიერო და სამხედრო ექსპედიციების მონაწილეთა კვების აუცილებელ პროდუქტთა სიაში. მკაცრი და მამაცი ადამიანები მას ცეცხლზე წვავენ, უმატებენ ფაფებს ან სულაც უბრალოდ, პურთან ერთად მიირთმევენ ბუტერბროდის სახით. ქონის თითოეული ლუკმა დიდი ხნით ავსებს ადამიანს ენერგიით.
ღორის ქონის (სალას) მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, რადგან მას უხვად გამოიყენებენ კერძებშიც და ცალკეც, დამარილებულს, შემწვარს, მოხარშულს, შებოლილს.
მაგრამ მთავარი, ღორის ქონმა რომ არ გავნოთ, ყურადღება გაამახვილეთ მის ხარისხზე შეძენის დროს.
ღორის ქონით სარგებლობისას არ დაივიწყოთ ზომიერება. ამ მაღალკალორიულმა პროდუქტმა შეიძლება სწრაფად გაგასუქოთ, განსაკუთრებით, თუ ვარჯიში არ გიყვართ.
ღორის ქონი ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც ეფექტური გარეგანი საშუალება.
ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ უნდა აიღოთ ბადექონი, გადაადნოთ დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ადუღებამდე არ მიიყვანოთ. ღამე ერთ ჭიქა ცხელ რძეში გახსენით ერთი ჩაის კოვზი ეს გადამდნარი ქონი და სვით. თქვენი ბრონქიტი მალე გაივლის. გამდნარი ქონი შესაზელადაც შეიძლება გამოიყენოთ, თუკი მას სკიპიდარს შეურევთ და მკერდზე დიდხანს, შეშრობამდე იზელთ.
მასტიტების, ქულების დახეთქვის ან გარქოვანების შემთხვევაში შეგიძლიათ უმი, დამარილებული ღორის ქონის (სალა) თხელი ფირფიტა მტკივნეულ ადგილზე დაიდოთ და გადაიხვიოთ და დღეში რამდენჯერმე გამოიცვალოთ.
ბუასილის დროს მოამზადეთ საცხი, რისთვისაც დაგჭირდებათ დანაყული ძველი სალა და შეურიეთ 1/4 ჩ/კ გახეხილი ხახვი. მიღებული საშუალება ღამით შეიყვანეთ ხოლმე სწორ ნაწლავში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
ვენების ვარიკოზული გაგანიერებას ახალი ქონის ფირფიტების დადებით შეიძლება ეშველოს. ნახვევები ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს.
კბილის ტკივილისას მტკივნეულ კბილზე ქონის ნაჭერი დაიდეთ, გიშველით.
სახსრების მკურნალობაში კარგი შედეგები აქვს ღორის ქონის ნაჭრების ნახვევებს.
მუნის განკურნებისთვის 3 დღის განმავლობაში გამოიყენეთ შემდეგი შემადგენლობის საცხი: 1 ს/კ გადამდნარი ქონი, ამდენივე გახეხილი სარეცხის საპონი (რაც შეიძლება მაღალპროცენტიანი), ამდენივე გოგირდი და 2 ჩ/კ კუპრი. ამ საცხის წასმამდე კარგად დაიბანეთ, შემდეგ კი ერთი დღე - ღამის განმავლობაში აღარ დაიბანოთ. მეორე დღეს იგივე გაიმეორეთ.