3 დღიანი განტვირთვა და თქვენ საყვარელ კაბას იდეალურად მოირგებთ ტანზე.
კვირაში 3 განტვირთვის დღე - სიმსუქნისა და ზედმეტ წონასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების კარგი პროფილაქტიკაა. ამასთან იგი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე და აუმჯობესებს სახის კანს.
3 დღიანი განტვირთვის ეფექტურობას განაპირობებს ორი პოპულარული მონოდიეტის (ცილოვანი და ნახშირწყლების) მონაცვლეობა. წამყავი დიეტოლოგები სწორედ ამგვარი დიეტების დაცვას გვირჩევენ. მოკლევადიანი პროგრამა დაგაკლებინებთ 2-3 კილოგრამს და მოიყვანს სხეულს ფორმაში მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ; ან პირიქით, დაგიბრუნებთ სიმსუბუქეს დღესასსწაულების შემდგომ.
პირველი დღე
მოხარშეთ ან გამოაცხვეთ ღუმელში (როგორც უფრო გირჩევნიათ) საშუალო ზომის ქათამი. გააცალეთ კანი და ძვლები. დაყავით 6 ნაწილად და მირთვით დღის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ 2 ლიტრი წყლის მიღება. ცილების გადამუშავებაში ორგანიზმი მნიშვნელოვანი რაოდენობის კალიროებს წვავს.
ამიტომ, პირველივე დღეს თქვენ დაიკლებთ 700-800 გრამს.
მეორე დღე
მოამზადეთ შემდეგი სალათი: აიღეთ 0,5 კგ სტაფილო, ჭარხალი და ნიახური; კარგად გახეხეთ, მოასხით ლიმნის წვენი. მიიღეთ იგი 8-10 ჯერ დღეში. მიირთვით 2 ლიტრი წყალი დღის მანძილზე.
უმი ბოსტნეული სავსეა უხეში ბოჭკოებით, რომლებიც კარგად წმენდს ნაწლავების კედლებს შლაკებისგან. ამ დღეს თქვენ დაიკლებთ 1 კგ-ს.
მესამე დღე
მოიწყეთ მწარე განტვირთვის დღე. თქვენ დაგჭირდებათ: 5 გრეიფრუტი, 10 ფინჯანი მწვანე ჩაი და 2 ლ წყალი. ეს ყველაფერი ამგვარი თანმიმდევრობით უნდა მიიღოთ: 8:30-ზე მიირთვით ნახევარი გრეიფრუტი და მიაყოლეთ მწვანე ჩაი. 9:30-ზე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, 10:30-ზე - ისევ გრეიფრუტი და ფინჯანი ჩაი და ა.შ.
გრეიფრუტის მომწარო გემო და მწვანე ჩაის სიმწკლარტე კარგად აქრობს შიმშილის გრძნობას. აღნიშნული ციტრუსის უპიატესობა - მის დაბალ გლიკემიურ ინდექსშია. ასევე ეს პროდუქტი შეიავს უხეშ ბოჭკოებს.
მწვანე ჩაი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასევე ხელს უწყობს შლაკების და ტოქსინების გამოდევნას. არსებობს მნიშვნელოვანი პრინციპი - არ უნდა ჩაანაცვლოთ წყალი ჩაით.
გრეიფრუტით განტვირთვის დღე უკუნაჩვენებია მათთვის, ვინც იღებს ქოლესტერინის დონის დამწევ პრეპატარებს.
მესამე დღეს თქვენ დაიკლებთ 1 კგ-ს.
ამ საკმაოდ მკაცრი დიეტის გამეორებამდე სასურველია შეისვენოთ 3-4 კვირა.