საუკეთესო ნახშირწყლოვანი განტვირთვის დღეები
ნახშირწყლოვანი განტვირთვა აუცილებელია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ, როდესაც შეზღუდულია ცილებისა და ცხიმების მიღება, ორგანიზმს სჭირდება საკმაო რაოდენობის უჯრედისი, ვიტამინები, სითხე. ყველაზე სამაგალითოა ნახშირწყლოვანი განტვირთვის დღეების მოწყობა ვაშლით, კიტრით, ბოსტნეულით ან კომპოტებით. ამ ტიპის განტვირთვის დღეებში პრაქტიკულად არ იჩენს თავს შიმშილის გრძნობა. ამიტომ ასეთი მინი - დიეტები იოლად გადასატანია.
ვაშლის დღე - 1,5 კგ ვაშლი ისე გაყავით, რომ თითო მიღებაზე 300 გრ მიირთვათ 3 საათის ინტერვალით, ამას გარდა, დაიშვება ერთი ფინჯანი უშაქრო ყავა.
ჩირის დღე - დღეში 0,5 კგ წყალში დამბალი ჩირი. გაყავით 5 მიღებისთვის.
საზამთროს დღე - მიიღეთ თითო მიღებაზე 300 -400 გრ დღეში 5 - 6 - ჯერ.
შვრიის დღე - 200 გრ შვრიის ბურღულის ( და არა ბურბუშელის ) ფაფა, გაყავით 5 ნაწილად ისე, რომ თითო მიღებაზე 140 - 150 გრ მიირთვათ.
შოკოლადის მოყვარულებს შეუძლიათ შოკოლადით განტვირთვის დღეების მოწყობა. ერთი ფილა ეს ძვირფასი ნუგბარი (გამორიცხეთ 75 % კაკაოს შემცველი შავი შოკოლადი) გაანაწილეთ 5 მიღებისთვის. მართალია, ბევრი არ არის, მაგრამ შიმშილის გრძნობას გაგიყუჩებთ, ორგანიზმს კი ზედმეტობებისგან განთავისუფლებაში მიეხმარება.
ვაშლის სალათა ნახშირწყლოვანი განტვირთვისათვის
ამ ვარიანტით ვაშლის გამოყენება არამცთუ სასარგებლოა, არამედ, სასიამოვნოც!
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ერთი ვაშლი გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული, ოდნავ ამოფხიკეთ რბილობი. მიღებულ "ფინჯანს" შიგნიდან წაუსვით ლიმონის წვენი, რომ გაშავდეს. აიღეთ კიდევ ერთი ვაშლი, გახეხეთ პირველი ვაშლის რბილობთან ერთად, შეურიეთ დარჩენილ ლიმონის წვენს, მოათავსეთ ვაშლის "ფაილებში" და მოასხით თაფლი.

- ვაშლი - 300 გრ
- თხიერი თაფლი - 1 ჩ/კ
- ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ