ვიკლებთ ერთ დღეში 1 კილოგრამს. არანაირი დიეტა, არანაირი ვარჯიშები!

ვიკლებთ ერთ დღეში 1 კილოგრამს. არანაირი დიეტა, არანაირი ვარჯიშები!
რძიანი ჩაი გახდომისთვის

განტვირთვის დღის მოწყობა არაჩვეულებრივი საშუალებაა წონის გასაკონტროლებლად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სასმელს, რომელსაც შეუძლია დღე-ღამის განმავლობაში 2,5 კილოგრამამდე დაგაკლებინოთ. განტვირთვის დღის მოწყობა ამ სასმელით კვირაში ერთხელ სავსებით საკმარისია გასაოცარი შედეგების მისაღწევად.

ინგრედიენტები:
  • 1 ლიტრი უცხიმო რძე;
  • 3 სუფრის კოვზი მწვანე ჩაი;
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი;

მომზადება:

ჭურჭელში მოათავსეთ მწვანე ჩაი, დაასხით ადუღებული რძე და გააჩერეთ 20 წუთით. ამ დროის შემდეგ ჩაამატეთ მასში თაფლი და შეინახეთ მაცივარში.

მიირთვით ეს საშუალება მცირე ულუფებით ყოველ 2 საათში ერთხელ. თითო ულუფის მირთმევამდე გახსენით ის თანაბარი რაოდენობით ცხელ წყალში. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია 1 დღეზე. ამ სასმელის მიღების პარალელურად აუცილებელია მიირთვათ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი. ამოირჩიეთ კვირაში ერთი დღე, რომელსაც განტვირთვის დღის სახელს მიანიჭებთ და მთელი ამ დღის განმავლობაში არ მიირთვათ არაფერი გარდა ამ სასმელისა და სუფთა წყლისა.

გარდა იმისა, რომე ეს მეთოდი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში, თქვენ შეძლებთ საკუთარი ორგანიზმის გაწმენდას, რაც სასარგებლოდ აისახება ზოგად ჯანმრთელობაზე.