უგემრიელესი სომხური ტორტი ''მიკადო'', რომელიც საოცარი არომატით გამოირჩევა

უგემრიელესი სომხური ტორტი ''მიკადო'', რომელიც საოცარი არომატით გამოირჩევა
ტორტი ,,მიკადო“- ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლასიკური ტორტია. ეს ტორტი ითვლება ტრადიციულ სომხურ დესერტად , მაგრამ სხვა ქვეყნების რეცეპტურაშიც არის იგივე ნამცხვარი სხვა დასახელებით

ასეთი დიდი ინტერესი გამოიწვია ფილმმა ,, უკანასკნელი მაგიკიანი“, ახლა ეძებენ არა მარტო ამ ტორტის კლასიკურ რეცეპტს, არამედ ინფორმაციას მისი წაროშობის შესახებ. ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ეს არის სომხების ტრადიციული და საყვარელი ტკბილეული .

ეს რეცეპტი შეიქმნა საბჭოთა პერიოდში და არავითარ შემთხვევაში არ არის უძველესი სომხური ტრადიციული რეცეპტი..

ვამზადებთ ნამდვილ ტრადიციულ სომხურ ტორტ- ,,მიკადოს“ იგი ბევრი, დაახლოებით 10 ფენისაგან შედგება , არის კრემის მომზადების რამოდენიმე წესი ერთ-ერთი მოხარშული შესქელებული რძისაგან მზადდება, მაგრამ ახლა ჩვენ მოვამზადებთ მოხარშულ კრემს

ინგრედიენტები

  • კარაქი - 200გრ.
  • ფქვილი - 4-5 ჭიქა
  • კვერცხი - 3ც
  • სოდა - 1 სადილის კოვზი
  • ნაღები - 100მლ.ლ
  • შავი შოკოლადი - 100გრ.
  • შაქარი - 150 გრ
  • არაჟანი - 200გრ
  • კონიაკი - 2 სადილის კოვზი
  • ვანილი - 1 მწიკვი
  • იოგურტი - 200მლ.ლ
  • მარილი - 1 მწიკვი

მომზადების წესი

  1. პატარა ჯამში აურიეთ არაჟანი და სოდა . დადგით ნახევარი საათი
  2. რბილი კარაქი აფშვენით კარაქთან ერთად, დაამტეთ მარილი და ვანილი, გატეხეთ კვერცხი სათითაოდ და გადაურიეთ ფრთხილად
  3. ამ ნაზ კრემისებურ მასას დაუმატეთ არაჟანი სოდით
  4. თანდათანობით დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, ცომი უნდა იყოს რბილი და პლასტიკური, ცომის გუნდას დააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში
  5. მაცივარში გაცივებული შოკოლადი გახეხეთ სახეხზე
  6. მოამზადეთ კრემი: შეათბეთ ნაღები წყლის აბაზანაზე დაასხით კონიაკი დაამატეთ შოკოლადის ნაწილი (მეორე ნაწილი წავა ზემოდან მოსაყრელად) აურიეთ და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე, შემდგომ გააცივეთ და დაამატეთ იოგურტი, აურიეთ.
  7. გაცივებული ცომი გაყავით 8- 10 ნაწილად, გააბრტყელეთ თხლად.
  8. გამოაცხეთ ფენები აერღუმელში180-200 გრადუსზე
  9. ფრთხილად გადმოიღეთ ფენები ტაფიდან მოაჭერით გვერდები და ზემოდან წაუსვით ბლომად კრემი
  10. ზედა ფენას მოაყარეთ შოკოლადი. შემდეგ ტორტი შედგით 2,5 საათით მაცივარში.

კლასიკურად სომხურ ტორტ ,,მიკადოს „ ჭრიან რომბებად და მიირთმევენ ნატურალური ცხელი ყავით.