ვისაც სიცხეში ღუმელის ჩართვა არ სურს: ტორტი 15 წუთში, ცხობის გარეშე!
ზაფხულში ღუმელის ჩართვა - ნამდვილი ტანჯვაა. მაგრამ თუ ტკბილეული მოგინდათ, არის მარტივი ვარიანტიც - ტორტი ცხობის გარეშე.
ასეთი ტორტი ზომიერად ტკბილი და ძალიან გემრიელი გამოდის!
ინგრედიენტები:
მომზადება:
მიირთვით ჩაისთან, ყავასთან ან ლიმონათთან.
ასეთი ტორტი ზომიერად ტკბილი და ძალიან გემრიელი გამოდის!
ინგრედიენტები:
- 600 გრ ორცხობილა („პეჩენია“)
- 200 მლ რძე
- 150 გრ შაქარი
- 2 ცალი ბანანი
- 500 გრ ხაჭო
- 100 გრ კარაქი
- 50 გრ არაჟანი
- 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
მომზადება:
- მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ ხაჭო, რბილი კარაქი, შაქარი და არაჟანი.
- დაჭერით ბანანი რგოლებად.
- ჩაალბეთ ორცხობილა რძეში და დააწვეთ ერთ ფენად ფორმის ფსკერზე. წაუსვით კრემი და დააწყვეთ ბანანი.
- კრემის ბოლო ფენას მოაყარეთ ორცხობილისა და კაკაოს ნაფხვენი ან გახეხილი შოკოლადი.
- 2 საათით მოათავსეთ მაცივარში.
მიირთვით ჩაისთან, ყავასთან ან ლიმონათთან.