უნაზესი ტორტი „ოცნება“: რამდენიმე ფენიანი საოცარი ტკბილეული!

უნაზესი ტორტი „ოცნება“: რამდენიმე ფენიანი საოცარი ტკბილეული!
fpaparazzi ორიგინალური ტორტის რეცეპტს გთავაზობთ. ის მრავალშრიანია, თუმცა მხოლოდ ბისკვიტის ერთი ფირფიტა სჭირდება.. დანარჩენი ფენები ცარიელი ნაღებისა და კარამელის ნეტარებაა!

საჭირო მასალა:

  • ფქვილი 500 გ
  • მარილი 1 ჩ/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შავი შოკოლადი 700 გ
  • კაკაო გემოვნებით
  • შაქარი 160 გ
  • კარაქი 300 გ
  • ნაღები 1,5 ლ
  • არამელის სოუსი 200 გ


მომზადების წესი:

  1. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარილი, შაქარი და დარბილებული კარაქი, კარგად აურიეთ.
  2. დაუმატეთ კვერცხი და მოზილეთ მაგარი ცომი.
  3. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქის ფირფიტად. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში, ფაქიზად მოაჭერით ზედმეტი კიდეები.
  4. აცხვეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
  5. 800 მლ ნაღები ჩაასხით ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ შოკოლადი და ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება. არ მიიყვანოთ ადუღებამდე!
  6. გაგრილებული შოკოლადიანი ნაღები დაასხით გამომცხვარ ბისკვიტს და მოათავსეთ მაცივარში 5 საათით.
  7. მოაყარეთ ტორტს კაკაო. მზად არის!
  8. დარჩენილი ნაღები ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე, ნაწილი გაანაწილეთ შოკოლადიან მასაზე, დანარჩენილი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და მორთეთ ლამაზად ტორტი.

გემრიელად მიირთვით!