არ შეიძინოთ მარმელადი მაღაზიაში. მისი დამზადება ძალიან მარტივია საკუთარი ხელით

არ შეიძინოთ მარმელადი მაღაზიაში. მისი დამზადება ძალიან მარტივია საკუთარი ხელით
რატომ უნდა შევიძინოთ მარმელადი ხილის არომატის გემოთი, როდესაც შეიძლება მოვამზადოთ ეს არაჩვეულებრივი ნუგბარი ნატურალური ხილის წვენისაგან, შინაური მარმელადის მომზადება ძალიან საინტერესო და ადვილია, ღებულობთ პროდუქტს ბევრად მარგებელს და გემრიელს ვიდრე ნაყიდს.

მოვამზადებთ ციტრუსის მარმელადს ფორთოხლის წვენისაგან. შაქრის რაოდენობა შეიძლება შევამციროთ- ჩვენს ტანს მოუხდება, წვენი შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი ხილიდან, გემოსა და არომატისაგან დამოუკიდებლად, მოდით ჩავატაროთ კულინარიული ექსპერიმენტი!

ინგრედიენტები

  • ფორთოხლის წვენი 100მლ.ლ
  • წყალი 100მლ.ლ
  • ლიმონის წვენი 5-6 სადილის კოვზი
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ფორთოხლის ცედრა 1სადილის კოვზი
  • ჟელატინი 20გრ.

მომზადების წესი

  1. ჟელატინს დაასხით წვენი, აურიეთ და დადგით რომ შესქელდეს
  2. ცალკე ჭურჭელში შაქარი გახსენით წყალში, დაამატეთ ცედრა და დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით შესქელებულ ჟელატინში, აურიეთ და გაწურეთ.
  3. მიღებული ჟელეანი მასა გადმოასხით ფორმაში და შედგით მაცივარში, სრულ გაციებამდე, მზა მარმელადი დაჭერით ნაჭრებად ამოავლეთ შაქარში .

ციტრუსის ამოფეთქება პიკანტური სიმწარით..არაფერია ამაზე გემრიელი, ხოლო მისი ნათელი ფერი- ჩაბნელებულ დღესაც კი სინათლეს მატებს, მიირთვით გემრიელად!