ციტრუსის ცედრის მურაბა ანისით
ეს დაბალკალორიული სამარხვო ტკბილეული შეგიძლიათ თამამად მიირთვათ და არ იდარდოთ წონაზე.
მომზადების დრო: 1 სთ. 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 141
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 1 სთ. 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 10
მომზადების სირთულე: მარტივი
კალორიების რაოდენობა: 141
საჭირო მასალა:
- 250 მლ წყალი
- 1,5 ჭიქა შაქარი
- 5-6 ციტრუსის (ფორთოხლის, ლიმონის, გრეიპფრუტის) ცედრა
- 2 ცალი ანისის ვარსკვლავი
მომზადების წესი:
- ციტრუსი გარეცხეთ და გააშრეთ. ფრთხილად გააცალეთ ცედრა ისე, რომ არ გააყოლოთ კანის თეთრი ნაწილი.
- დაჭერით ცედრა თხელ ჩხირებად, დაასხით 1 ჩ/კ ცივი წყალი.
- ჯამში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი, დადგით ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაუკელით ცეცხლს, დაუმატეთ ცედრა და ანისი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დაუკელით ცეცხლზე მინიმუმამდე და ხარშეთ კიდევ 20 წუთი.
- გადმოდგით ცეცხლიდან, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- შემდეგ გადაიტანეთ სტერილურ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!