ცხვირზე გაღიზიანებულ კანს მარტივად მოგიშუშებთ...
ქრონიკული სურდო, გარდა იმისა, რომ არღვევს ცხვირით სუნთქვის პროცესს, ვნებს ცხვირის კანსაც. აქერცლილი, გაწითლებული, შეშუპებული ცხვირით ადვილად ამოიცნობთ ქრონიკული სურდოთი დატანჯულ ადამიანს.
- თუ სიცივეში ცხვირი გიწითლდებათ, დილა-საღამოს (ოღონდ არა შინიდან გასვლის წინ ) გაიწმინდეთ ცაცხვის ყვავილის ტკბილი ნახარშით.
- კვირაში 2-3-ჯერ ცხვირზე მონაცვლეობით დაიდეთ გვირილის ჯერ ცხელ, მერე კი ცივ ნახარშში ამოვლებული საფენები. ნახარში ასე მზადდება: 1-2 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 10 წუთი ადუღოთ, გააცივოთ და გადაწუროთ.
- აიღეთ ალოეს ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ ორჯერ ნაკლები მოცულობის წყალი, დოლბანდი რამდენიმე ფენად გაკეცეთ, ამ სითხეში ამოავლეთ, ოდნავ გაწურეთ და ისე დაიდეთ შეწითლებულ სახეზე 15 წუთით.
მკურნალობის კურსი 20 - 15 პროცედურაა (დღეგამოშვებით). - სასარგებლოა კომბოსტოს ცოცხალი წვენიც. მასში უნდა ამოავლოთ ბამბის ფთილა ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ სახეზე 15 - 20 წუთით.
პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი 20 - 25 პროცედურას მოიცავს. - შეგიძლიათ სცადოთ მწიფე პომიდვრის ნიღაბიც: უნდა გახეხოთ და ყოველდღე 15 წუთით დაიდოთ სახეზე.
მკურნალობის კურსი 20 პროცედურაა.