გაიწმინდეთ სახის კანი ბუნებრივი ინგრედიენტებით

გაიწმინდეთ სახის კანი ბუნებრივი  ინგრედიენტებით
ადამიანს გაჩენის დღიდან დაჰყვება გალამაზებისადმი მიდრეკილება. ამიტომ კოსმეტიკა არსებობს უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ მინერალური საღებავები კანისათვის მავნეა. ამიტომ ის ცდილობდა კანზე წაესვა მცენარეული ზეთები და ცხოველური ცხიმები.

გთავაზობთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალებას:

ჭინჭარი - ამ მცენარეში შედის ვიტამინები, მინერალური მარილები და სხვა.
1 სუფრის კოვზ ხმელი ჭინჭრის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და გაიწმინდეთ სახე დილა - საღამოს ცხიმიანი კანის დროს.

ლიმონის - წვენით გაიწმინდეთ ჭორფლიანი ადილები დღეში რამდენჯერმე. იგი აუფერულებს ჭორფლებსაც და პიგმენტურ ლაქებსაც.

მრავალძარღვას - აქვს ანტისეპტიკური თვისებები, ამიტომ უხდება გაღიზიანებულ, გამონაყარიან კანს. მრავალძარღვას რამდენიმე მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაიწმინდეთ სახე ამ ნაყენით, შემდეგ კი სითხიდან ამოიღეთ ფოთლები და დაიფინეთ სახეზე გაღიზიანებულ ადგილზე.

ბრინჯი -ათეთრებს და ტონუსს აძლევს სახეს. მოხარშეთ ბრინჯი და ნახარშით დღეში 2 -ჯერ გაიწმინდეთ სახე, რომ შეახმება კანს, გაიწმინდეთ ნებისმიერი ლოსიონით.

გვირილა - შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს. მისი ნახარში უხდება ცხიმიან კანს.
1 სუფრის კოვზ ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ადუღეთ 5 წთ. 1 საათი გაიჩერეთ. შემდეგ გაწურეთ, გაიწმინდეთ სახე ან გაიკეთეთ კომპრესები. მამაკაცებმა ამ სითხით გაიწმინდონ სახე გაპარსვის შემდეგ.

ქრისტესისხლა - შეიცავს ალკალოიდებს და ვიტამინებს. მისი ნაყენით სახის გაწმენდა კარგია ჩირქოვანი გამონაყარის დროს. 1 ჩაის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და იწმინდეთ სახე დღეში 2 - 3 - ჯერ.
სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის