დაიამეთ კბილის ტკივილი და გაიჯანსაღეთ ღრძილები მარტივი პროცედურით

დაიამეთ კბილის ტკივილი და გაიჯანსაღეთ ღრძილები მარტივი პროცედურით
კბილის ტკივილი უმრავლესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რასაკვირველია, ყველაზე მართებული ამ დროს სტომატოლოგთან მისვლაა, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში კბილის ტკივილს შეიძლება ხალხური მეთოდებით ვუმკურნალოთ. მე ხშირად მაწუხებდა კბილები, ამიტომ უამრავი ხალხური რეცეპტი მაქვს ჩაწერილი უბის წიგნაკში. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:

  • ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მოამზადდეს სალბის, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთშიც ავურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი უნდა იყოს რაც შეიძლება თბილი, ოღონდ არა ცხელი. ივლეთ პირში რაც შეიძლება ხშირად.


  • ზოგიერთი ტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის. ჩირქგროვის გახეთქვაში დაგეხმარებათ შემწვარი ხახვი. მიიდეთ იგი მტკივან კბილზე. ძალზე უსიამოვნო რამაა პაროდონტოზი - სუსტი და სისხლმდენი ღრძილები. არსებობს უამრავი საშუალება ღრძილების გასამაგრებლად. კარგია, მაგალითად, ნივრისა და უმი კარტოფილის ჭამა. ღრძილების გაფაშრების დროს კარგია მჟავე კომბოსტო. რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ იგი პირში და ღეჭეთ. კომბოსტო სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისთვის, ხელს უწყობს წონის დაკლებას.

  • ფიჭის თაფლი უძველესი დროიდან ფასობს ხალხში - არა მარტო არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის, არამედ საუკეთესო სამკურნალო თვისებების გამოც. ცნობილია, რომ მას გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი უნარი აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალიან უხდება პირის ღრუს ანთებით დაავადებებს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს. თაფლიანი ფიჭა ცვილის საცობითურთ უნდა დაღეჭოთ. მოაჭერით პატარა ნაჭერი და ღეჭეთ 10 - 15 წუთი. 2 - 3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ დღეში 3 - 4-ჯერ. მწვავე ანთება 2 - 3 დღეში გაგივლით.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი