როგორ დავიცხროთ კბილის ტკივილი უმოკლეს დროში
კბილის ტკივილი ადამიანთა უმეტესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რასაკვირველია, ამ დროს ყველაზე გონივრული სტომატოლოგთან წასვლაა, მაგრამ ეს ყოველთვის როდი გახლავთ შესაძლებელი. დავუშათ, აგარაკზე ღამით კბილმა შეგაწუხათ, საავადმყოფო კი მეზობელ სოფელშია. როგორ მოვიქცეთ? სწორედ ასეთ დროს გამოგადგებათ ხალხური მეთოდები.
- ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზადდეს სალბისგან, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ბალახები შეიძლება ერთმანეთშიც აურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი რაც შეიძლება თბილი უნდა იყოს. ყოველ ჯერზე ახალი მოამზადეთ და ხშირად ივლეთ პირში.
- ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის.
- როდესაც ღრძილები ანთებითია, შუპდება და ჩირქდება, მტკივან კბილზე მიიდეთ შემწვარი ხახვი.
- ბევრს აწუხებს პაროდონტოზი - ღრძილებიდან სისხლდენა. ღრძილების გასამაგრებლად უამრავი საშუალება არსებობს. შესანიშნავია ნიორი, ოღონდ ბევრი უნდა მიირთვათ. დაგეხმარებათ კარტოფილიც, რომელიც უმი უნდა მიირთვათ.
- ღრძილების გაფაშრებისა და ტკივილის დროს გიშველით ჩვეულებრივი მჟავე კომბოსტო - რაც შეიძლება დიდხანს ღეჭეთ. სასარგებლოა კუჭისთვისაც.
- თუ გსურთ, მკვრივი და ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ, ხშირად მიირთვით სტაფილო და ვაშლი. ისინი კბილებსაც წმენდს და ღრძილებსაც ამაგრებს.
- საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა თაფლი. ცნობილია, რომ ფიჭის თაფლს გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალზე სასარგებლოა პირის ღრუს ანთებითი დაავადებების, სტომატიტის, ჰაიმორიტის დროს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს, ათავისუფლებს დახშულ ცხვირს, აღადგენს სუნთქვას.
- დანით ჩამოჭერით ფიჭის პატარა ნაჭერი და 10 - 15 წუთს ღეჭეთ. 2 - 3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ, შეაგროვეთ. პროცედურა გაიმეორეოთ დღეში 3 -4 -ჯერ. მწვავე ანთებითი პროცესი 2 -3 დღეში გაივის.