გოგრის კერძი, რომელიც არასოდეს მოგბეზრდებათ. 4 ინგრედიენტი, 10 წუთი - ყველაფერი მზად არის!

გოგრის კერძი, რომელიც არასოდეს მოგბეზრდებათ. 4 ინგრედიენტი, 10 წუთი - ყველაფერი მზად არის!
გთავაზობთ სწრაფად მოსამზადებელ და მარტივ რეცეპტს გოგრს მოსამზადებლად. გამომცხვარი გოგრა არასოდეს მოგბეზრდება, რადგან მისი მომზადება არომატულ სუნელებთან და საყვარელ ინგრედიენტებთან შეგიძლია. გამოავლინეთ ფანტაზია, დაჭერით გოგრა ისე, როგორც გსურთ, ასეთ კერძს ვერაფრით გააფუჭებთ!

ინგრედიენტები:

  • 1 გოგრა
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • ზღვის მარილი გემოვნებით
  • 70 გრ საფანელი


მომზადება:

  1. აიღეთ საშუალო ზომის გოგრა, გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, მოაცილეთ თესლები და ქერქი.
  2. დაჭერით დაახლოებით 1 სმ სისქის მოგრძო ნაჭრებად.
  3. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დააწყვეთ გოგრა, წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და გადადეთ 10 წუთით.
  4. მოაყარეთ გოგრას საფანელი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-12 წუთით. გოგრის ზედაპირი ლამაზი ოქროსფერი კანით უნდა დაიფაროს.


გემრიელად მიირთვით!