გამომცხვარი გოგრა სიცილიურად
მომზადების დრო- 30 წთ, პორციების რაოდენობა- 4, მომზადების სირთულე- ადვილი, კალორიულობა- 258 კკ-ია.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 კგ გოგრა
- 1 ს,კ შაქარი
- შავი წიწაკა
- 125 მგ თეთრი ღვინის ძმარი
- მწიკვი დაფქული დარიჩინი
- 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- ერთი მუჭი ახალი პიტნა
მომზადების წესი:
- გოგრა გაასუფთავეთ კანისა და თესლებისგან. რბილობი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად.
- დიდ ტაფაზე გაახურეთ ზეთი - გოგრა დაჭყლეტილ ნიორთან ერთად მოთუშეთ 3 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გადაუქციეთ ზედმეტი ცხიმი.
- გოგრას მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ძმარი, პიტნა და წიწაკა გემოვნებით.
- დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში.
- შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცივი, ისე ცხელი.