გოგრის ნაზი პუდინგი ვაშლითა და ქიშმიშით
შემოდგომის კიდევ ერთი ჰიტი გოგრისგან, რომელსაც დღეს fpaparazzi გთავაზობთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ გოგრა
- 100-150 გ ვაშლი
- 50 მლ უცხიმო რძე
- 1 კვერცხის ცილა
- 20 გ დაფქული შვრია
- 15-20 გ ქიშმიში
- დარიჩინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გოგრა და ვაშლი გაფცქვენით, ამოაჭერით გულსართი, დაჭერით კუბიკებად.
- გოგრა მოათავსეთ ქვაბში და დაასხით რძე, თუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ ვაშლი და კვლავ თუშეთ 10 წუთი.
- დააბლენდერეთ მოხარშული გოგრა და ვაშლი, გააცივეთ, დაუმატეთ დაფქული შვრია, ქიშმიში და დარიჩინი.
- ათქვიფეთ ცალკე კვერცხის ცილა და დაუმატეთ გოგრის მასას.
- გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!