ლუდის საფუარი დისბაქტერიოზისგან განგკურნავთ...
ანტიბიოტიკებით ფილტვების ანთების ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ დისბაქტერიოზი დამემართა. რაიონული ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულ სოფელში ვცხოვრობ, ამიტომ გადავწყვიტე თავისთვის თვითონ მეშველა.
შინ ყოველთვის მაქვს რძე, მაწონი, შრატი, ხაჭო, არაჟანი. ვჭამდი, მაგრამ გამოჯანმრთელების ნიშნები იგვიანებდა, ნაწლავისთვის აუცილებელი ბაქტერიები გამრავლებაზე უარს ამბობდნენ.
ჩემს სოფელში ბრძენი ხალხი ცხოვრობს. ხმა ჩემი ავადმყოფობის შესახებ სწრაფად გავრცელდა და რეცეპტიც თავისი ფეხით მოვიდა ჩემთან.
დაგჭირდებათ:
მომზადების და მიღების წესი:
უნდა აიღოთ ნახევარი ლიტრი შემთბარი წყალი, გახსნათ მასში 1 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და ამდენივე შაქარი, შემდეგ დაამატოთ 2 გრამამდე ლუდის საფუარი და საათ - ნახევრით სითბოში დადგათ. ჭურჭელში წარმოქმნილი სითხე დუღილს დაიწყებს. ეს სითხე უნდა დალიოთ ერთბაშად, ჭამამდე 3 - 4 საათით ადრე.
მე რამდენიმე მიღება დამჭირდა, ვიდრე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებოდი. აი, ასე დავასახლე ხელახლა ჩემს ნაწლავებში სასარგებლო საფუარის ბაქტერიები. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამ საშუალებით წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტარონ პროფილაქტიკა იმ ადამიანებმა, რომელთაც დისბაქტერიოზისადმი მიდრეკილება აქვთ. რეკომენდებულია ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკებით ხანგრძლივად მკურნალობის შემდეგაც.

- 1 ს/კ ნატურალური თაფლი
- 1 ს/კ შაქარი
- 2 გრ ლუდის საფუარი