დააღწიეთ თავი დისბაქტერიოზს ხალხური რჩევებით.
დისბაქტერიოზი - ადამიანის ორგანიზმში ნორმალური მიკროფლორის შეცვლაა.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ამ დაავადებისგან თავის დასაღწევად:
სარგებელი ამ რეცეპტიდან უეჭველია და ჯანმრთელობისთვის არავითარი ზიანი არ მოაქვს!
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ამ დაავადებისგან თავის დასაღწევად:
- უნდა მოათავსოთ ნახევარლიტრიან შემთბარ წყალში 1 ს/კ თაფლი და ამდენივე შაქარი, დავუმატოთ მცირე, მაგალითად, 2 გრ საფუარი და დავაყენოთ სითბოში არა უმეტეს საათნახევრისა , სხვაგვარად მიიღება დასპირტული ლუდი, რაც არანაირად არ გვაწყობს. ნაყენის მიღება სასარგებლოა დროდადრო დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისათვის.
- საყოველთაოდ ცნობილია, რომ კუჭ - ნაწლავისათვის ძალზე სასარგებლოა ნიორი, რომელიც სპობს დაავადების გამომწვევ მიკრობებს. დისბაქტერიოზს მკურნალობენ ნივრის მაწვნით:
აადუღეთ 1 ლ რძე, გადმოასხით მაიონეზის ქილებში და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, რის შემდეგაც შეადედეთ გამხმარი შავი პურის პატარა ნაჭრებით. დღე - ღამის გავლის შემდეგ, როცა რძე გადაიქცევა მაწვნად, საჭიროა მასში მოვათავსოთ კიდევ რამდენიმე ნიორწასმული ორცხობილა. მაწონი მზადაა. ის უნდა შევინახოთ მაცივარში. ნივრის მაწონის ჭამა სასიამოვნოა და სასარგებლოა, ხოლო შედეგი იგრძნობა უკვე რამდენიმე დღის შემდეგ - გაგიქრებათ უსიამოვნო შეგრძნებები მუცელში, გაბერილობა, აშლილობა.
სარგებელი ამ რეცეპტიდან უეჭველია და ჯანმრთელობისთვის არავითარი ზიანი არ მოაქვს!