რევმატიზმი, ვენების გაგანიერება, კოლიტი... რა აღარ მჭირდა, მაგრამ ამ საშუალების წყალობით ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ
73 წლის გახლავართ, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. არადა, რა არ მჭირდა: რევმატიზმი, ვენების გაგანიერება, კოლიტი... გადავწყვიტე, ჩემი თავისთვის თავადვე მიმეხედა. შევუდექი ვარჯიშს, ვცდილობდი, მეცხოვრა მშვიდად, წონასწორობიდან არასდროს გამოვსულიყავი და, რაც მთავარია, დავიწყე ვაშლის ძმრის მიღება. თანდათანობით მომიწესრიგდა კუჭ - ნაწლავის ფუნქცია. შემდეგ მასწავლეს, ვაშლის ძმრით ფეხები დაიზილე - ვენებს უხდებაო. ასეც მოვიქეცი და თანდათან მართლა ვიგრძენი შვება. არ იფიქროთ, რამე საიდუმლო რეცეპტი ვიცოდე - ყოველ დილით მხოლოდ 1 სუფრის კოვზ თაფლიან წყალში განზავებულ ვაშლის ძმარს ვიღებ, ეს არის და ეს. ვაშლის ძმრის მომზადება ცოტა საწვალებელი კია, მაგრამ არავის ვენდობი და მაინც საკუთარი ხელით ვამზადებ.
ვაშლის ძმრის მომზადება:
გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ დამპალი, ჭიანი და გაშავებული ადგილები და მსხვილად გახეხეთ. გადაიღეთ მინის ქილაში, დაასხით თბილი წყალი ( 1 ლიტრ 1 კგ გახეხილ ვაშლზე ), ყოველ ლიტრზე დაამატეთ 100 გრ თაფლი ან შაქარი, 10 გრ პურის საფუარი და 20 გრ მშრალი შავი პური. დადგით თავახდილი ბნელ ოთახში, 20 - 30 გრადუს ტემპერატურაზე. გააჩერეთ 10 დღე - ღამე და დღეში 2-3-ჯერ ხის კოვზით ამოურიეთ. დაწესებული დრო რომ გავა, დოლბანდში გაწურეთ, ჩაასხით ფართოპირიან ჭურჭელში, ყოველ ლიტრზე დაამატეთ 50 - 100 გრ თაფლი ან შაქარი, აურიეთ, ჭურჭელს დოლბანდი დააფარეთ და დუღილის გასაგრძელებლად სითბოში დადგით. როცა დუღილი შეწყდება, ძმარიც მზად იქნება ( ამას დაახლოებით 40 - 60 დღე დასჭირდება ). გაფილტრეთ და გადაასხით ბოთლებში, შეინახეთ სიგრილეში.