ვაშლის, რამდენიმე საინტერესო და სამკურნალო რეცეპტი
ვაშლი მინერალებისა და ვიტამინების ყველაზე გავრცელებული წყაროა. ვაშლის სიკეთის შესახებ, ალბათ, ყველას გსმენიათ, მაგრამ მინდა, რამდენიმე საინტერესო რეცეპტი მოგაწოდოთ:
ექიმის კომენტარი:
გვინდა, შეგახსენოთ, რომ კენჭოვანი დაავადების თვითმკურნალობისას დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა დაძრული კენჭები საშარდე გზებში გაიჭედოს და მდგომარეობა გაამწვავოს, ანდა მოძრავმა კენჭმა დააზიანოს საშარდე გზების შიგნით ზედაპირი და ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას.
- ტვინის უჯრედების კვებას აუმჯობესებს გახეხილი ვაშლის, ლიმონის წვენის, კაკლისა და თაფლის ნარევი, რომელიც ასე მზადდება:
300 გ ვაშლს შეურიეთ 2 ს/კ ლიმონის წვენი, ამდენივე თაფლი და გატარებული ნიგოზი. - ვაშლის ძმარი არაჩვეულებრივი პროფილაქტიკური საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, კანის დაავადებების, ანგინის და სხვა მრავალი პათოლოგიის დროს.
- მოზრდილმა ადამიანმა რეგულარულად უნდა მიიღოს ვაშლის ძმრის წყალხსნარი (2 ჩ/კ ვაშლის ძმარი გახსენით 1 ჩ/ჭ წყალში, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი). სვით დღეში ორჯერ, თითო ჩ/კ. ამ ხსნარის ყოველდღიური მიღება გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, დაგიცავთ გაცივებისგან, ხოლო თუ დილაობით რეგულარულად დალევთ ერთ ჭიქა წყალში განზავებულ 1 ჩ/კ ძმარს, მაშინ ღრმა სიბერემდე შეინარჩუნებთ უნაკლო მხედველობას.
- თირკმელებში წვრილი კენჭების არსებობისას სასარგებლოა ვაშლის წვენით მკურნალობა. უნდა გამოწუროთ მწიფე, ტკბილი ვაშლის წვენი. მკურნალობის კურსი ასეთია: პირველ დღეს დილის 8 საათზე დალიეთ 1 ჭიქა (250 მლ) ვაშლის წვენი. შემდეგ ყოველ 2 საათში სვით 2-3ჭიქა, ბოლო ულუფა უნდა მიიღოთ 20 საათზე. მეორე დღეს წვენი იმავე სქემით სვით. ამ დღეებში არაფერი უნდა ჭამოთ. მესამე დღეს დილის 8 საათზე დალიეთ 2 ჭიქა წვენი, ნახევარ საათში კი - 100 მლ პროვანსული ზეთი და მაშინვე მიაყოლეთ 1 ჭიქა წვენი. დაახლოებით 1 -2 საათში წვრილი კენჭები და ქვიშა დაიწყებს გამოსვლას თირკმლებიდან.
ექიმის კომენტარი:
გვინდა, შეგახსენოთ, რომ კენჭოვანი დაავადების თვითმკურნალობისას დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა დაძრული კენჭები საშარდე გზებში გაიჭედოს და მდგომარეობა გაამწვავოს, ანდა მოძრავმა კენჭმა დააზიანოს საშარდე გზების შიგნით ზედაპირი და ხელი შეუწყოს ინფექციის განვითარებას.