9 პროდუქტი, რომელიც ჭამს ცხიმს! 4 კგ-ით ნაკლები ერთ თვეში, შიმშილის გარეშე!

9 პროდუქტი, რომელიც ჭამს ცხიმს! 4 კგ-ით ნაკლები ერთ თვეში, შიმშილის გარეშე!
ჭამა და გახდომა - ყველა ქალის ოცნებაა. გარშემო იმდენი გემრიელობაა, რაც გვიზიდავს თავისი ნაზი არომატითა და გემოთი. სამწუხაროდ, ბარაქიანად ჭამას ბოლოს მივყავართ არც ისე მიმზიდველ ფორმებამდე. მაგრამ მკაცრი დიეტა და კვების შეზღუდვა ხასიათს აფუჭებს და უარყოფითად აისახება ჩვენ ჯანმრთელობაზე.



ნუ ინერვიულებთ. ჩვენი რედაქცია გირჩევთ, რა უნდა მიირთვათ იმისათვის, რომ დანაყრდეთ და არ მოიმატოთ წონაში. ეს 9 პროდუქტი პირდაპირ ჭამს ცხიმებს.

ცხიმისმწველი პროდუქტები

  1. კვერცხი

    გაითვალისწინეთ, რომ კვერცხი უნდა იყოს მოხარშული. შეგიძლიათ მოამზადოთ მყარად მოხარშული ან კვერცხი-პაშოტი - ასე ის უფრო რბილი გამოდის და თან მეტად ინარჩუნებს სასარგებლო კომპონენტებს. ასეთი კერძი კარგად აქრობს შიმშილის გრძნობას და არ ასუქებს.

    თუ თქვენ არ გიყვართ საუზმეზე კვერცხი, შეიტანეთ იგი შუადღის ან საღამოს მენიუში. კვერცხში შედის სიცოცხლისთვის აუცილებელი ბევრი ვიტამინი და მინერალი. ერთი კვერცხი შეიცავს ცილის დღიური ნორმის 15% -ს.



  2. კომბოსტოს მარინადი

    ის შეიძლება გამოგადგეთ, როგორც საკვების დანამატი, ასევე წახემსებისთვის. გააჩნია საინტერესო თვისებები: ორგანიზმს გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება ამ პროდუქტის გადამუშავებისთვის. ამგვარ კომბოსტოში დიდი რაოდენობით ცელულოზაა, იგი გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან, რაც ხშრად ტანჯავთ სხვადასხვა დიეტაზე მყოფ ადამიანებს.

    მჟავე კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ C -ს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაგვეხმარება თავი ავირიდოთ ვირუსებისგან. ამასთან, იგი ხელს უწყობს ორგანიზმში იმ ჯანმრთელი უჯრედების გამომუშავებას, რომლებიც დაბლა წევს ქოლესტერინის დონეს. მჟავე კომბოსტოს შემადგენლობაში ასევე შედის ანთოციანინები - ანტიოქსიდანტები, რომლებიც ანელებს დაბერების პროცესს, კერძოდ ტვინის.




  3. გამომცხვარი კარტოფილი

    ის ძალიან დაბალკალორიულია. გამომცხვარ კარტოფილს ორგანიზმი მთლიანად ითვისებს და გამოდევნის, არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას მუცელში. პექტინი ეხმარება ორგანიზმს მავნე ნივთიერებების გამოდევნაში. გამომცხვარი კარტოფილი შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რაც სასარგებლოა კუნთებისთვის. ამასთან მისი კანი აუმჯობესებს მამაკაცურ პოტენციას.

    გამომცხვარი კარტოფილი ბეკონის პატარა ნაჭრით, ცოცხალი ბოსტნეულით, ან უცხიმო ყველით - საუზმის საუკეთესო ვარიანტია. ასევე მისი კარგი ალტერნატივაა მოხარშული კარტოფილი "მუნდირში"




  4. კლასიკური იოგურტი

    მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ცხიმიანობა არ აღემატება 2%-ს. იოგურტი შეიცავს კალცს, ცილას და აუმჯიბესებს ნაწლავების მიკროფლორას. ვინაიდან იოგურტი ფერმენტირებულია, იგი მისაღებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ვერ იტანს ლაქტოზას.




  5. არტიშოკი

    ეს ბოსტნეული არ შეიცავს რაიმე მავნებელს ან მაღალკალორიულს. ის კარგად ეთვისება როგორც ცილებს, ასევე ნახშირწყლებს. არტიშოკი - ცელულოზის შესანიშნავი წყაროა. მისი რეგულარული მიღება ბუნებრივად გაგიკონტროლებთ საკვების კალორიულობას.




  6. ლობიო

    გასახდომად განსაკუთრებით კარგია წითელი ლობიოს მიღება. ეს უბრალო და იაფი პროდუქტი - ადვილად შეთვისებადი მცენარეული ცილების, მინერალების და ვიტამინების წყაროა. ცოტამ თუ იცის, რომ იგი ეფექტურია წონაში დაკლებისთვის. დიდი რაოდენობით საკვები ბოჭკოების წყალობით ლობიო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ქრონიკული ყაბზობის პროფილაქტიკას უწყობს ხელს.




  7. ნუში

    უამრავი დიეტოლოგის აზრით, წარმატებულად გახდომის საიდუმლო - ხშირ და დანაწილებულ კვებაშია. ნუში ცოცხალ ხილთან ერთად - საუკეთესო წახემსებაა. ის ხომ მდიდარია ცელულოზით.




  8. ზეთის ხილი

    ეს პროდუქტი აწესრიგებს კუჭის მუშაობას და კონტროლს უწევს წონას. დღეში 10 ცალი ზეთის ხილის, ან ერთი კოვზი ზეითუნის ზეთის მიღება ხელს უწყობს ცხიმებისა და მარილის შეთვისებას, ასევე გამოაქვს ტოქსინები.




  9. ქიშმიში

    ეს ჩირი ასევე ხელს უწყობს ცხიმების მოშორებას. შეგვიძლია მისგან მოვამზადოთ ჯემი, როგორც დიეტის დანამატი. ამისთვის საჭიროა დავაქუცმაცოთ 100 გრ ქიშმიში და კურაგა, 400 გრ შავქლიავა, 200 გრ ასკილი დავუმატოთ თაფლი და მივირთვათ ნარევი სუფრის კოვზით, დღეში ორჯერ.




მოცემული პროდუქტები დაბალკალორიულია და გვეხმარება საჭმლის ათვისებაში, მათ ენერგიად და ვიტამინების კომპლექსად გარდაქმნაში. მათი მიღებით თქვენ არ გექნებათ შიმშილის შეგრძნება და შესაბამისად ცოტასაც შეჭამთ.

ყურადღება მიაქციეთ თქვენ კვებას და შეეცადეთ მიიღოთ სასარგებლო და ნატურალური პროდუქტი.