ანა ლორაკის დიეტა: აი როგორ ახერხებს ვარსკვლავი ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნას
- 8.00 — 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი ან ყავა
- 10.00 — 200 გრამი უცხიმო ხაჭო
- 12.00 — 200 გრამი მოხარშული ხორცი
- 14.00 — 1 მოხარშული კვერცხი
- 16.00 — 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
- 18.00 — 1 ვაშლი
- 20.00 — 1 ჭიქა კეფირი
6 დღის განმავლობაში თქვენი კვების რაციონი უნდა იყოს ასეთი. რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით სუფთა წყლის მიღება. რაც შეეხება უშაქრო ყავასა და ჩაის, შეგიძლიათ მიირთვათ ეს ორი სასმელი განსუზაღვრელი რაოდენობით.
თუ თქვენ კვების ეს რაციონი არ მოგწონთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგნაირ კვებაზე:
- 8:00 — უშაქრო ყავა ან ჩაი
- 10:00 — მოხარშული კვერცხი
- 12:00 - მდნარი ყველი ჩაისთან ერთად
- 14:00 — ქათმის მოხარშული მკერდი, საქონლის მოხარშული ხორცი ან მოხარშული თევზი
- 16:00 — ვაშლი
- 18:00 — მოხარშული კვერცხი
- 20:00 - 1 ჭიქა კეფირი და 1 ჭიქა პომიდვრის წვენი
ამოირჩიეთ ზემოთ მოცემული ორი მენიუდან ერთ-ერთი და მკაცრად დაიცავით ის 6 დღის განმავლობაში. ეს დრო სავსებით საკმარისია რამდენიმე კილოგრამის მოსაშორებლად. მეტიც, პერიოდულად საკუთარი ორგანიზმისთვის მსგავსი განტვირთვის დღეების მოწყობა სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.