დავიკლოთ 10 კილოგრამი 7 დღეში. დიეტა, რომელიც უმცირეს დეტალებშია გათვლილი.

დავიკლოთ 10 კილოგრამი 7 დღეში. დიეტა, რომელიც უმცირეს დეტალებშია გათვლილი.
მკაცრი დიეტის დაცვით ხშირად დიდ ზიანს ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას. კვერცხის დიეტა, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ, დაგეხმარებათ 7 დღეში 10 კილოგრამის მოკლებაში, თანაც არანაირ ზიანს არ მოუტანს თქვენს ჯანმრთელობას, რადგან ეს პროდუქტი გაჯერებულია ცილებითა და მიკროელემენტებით.

ამ დიეტის დაცვის შემთხვევაში თქვენ არ მოგიწევთ შიმშილი, რადგან კვერცხი საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია. გაეცანით ქვემოთ მოცემულ მენიუს და თავად დარწმუნდებით მის ეფექტურობაში. ნახშირწყლებზე უარის თქმით თქვენ ხანმოკლე დროში შეძლებთ არასასრუველი წონის დაკლებას. გარდა ყოველივე ამისა, კვერცხის დიეტის დაცვით საგრძნობლად გაიუმჯობესებთ კანისა და თმის მდგომარეობას.


კვერცხის დიეტის მენიუ 1 კვირისთვის

ორშაბათი

საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 რბილად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა უცხიმო რძე.
სადილი: ერთი ჭიქა იოგურტი, 300 გ. მოხარშული ქათმის მკერდი.
ვახშამი: 200 გ. მოხარშული ქათმის მკერდი, 1რბილად მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი.

სამშაბათი

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი და ლიმონიანი წყალი.
სადილი: 200 გრამი მოშუშული თევზი და 1 გრეიფრუტი.
ვახშამი: 3 კარგად მოხარშული კვერცხი.

ოთხშაბათი

საუზმე: 2 რბილად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.
სადილი: 200 გ. მოხარშული ან მოშუშული ძროხის ხორცი ბოსტნეულთან ერთად, 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 3 კარგად მოხარშული კვერცხი.

ხუთშაბათი

საუზმე: ომლეტი 3 კვერცხისგან და მწვანილებისგან, რძიანი ყავა.
სადილი: 200 გ. მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 1 კარგად მოხარშული კვერცხი, 2 ფორთოხალი.

პარასკევი

საუზმე: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, სალათი სტაფილოსა და არაჟნისგან.
სადილი: 2 ნედლი სტაფილო და 1 ფორთოხალი.
ვახშამი: 1 კარგად მოხარშული კვერცხი და 200 გ. მოშუშული თევზი.

შაბათი

საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი, 1 ფორთოხალი.
სადილი: 2 კარგად მოხარშული კვერცხი, 2 ფორთოხალი.
ვახშამი: მხოლოდ წყალი.

კვირა

საუზმე: 2 რბილად მოხარშული კვერცხი, ნახევარი ფორთოხალი.
სადილი: 200 გ. მოხარშული ძროხის ხორცი, ნახევარი ფორთოხალი და 1 ვაშლი.
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.

ამ დიეტის დაცვის დროს სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, უშაქრო მწვანე ჩაი და ყავა. ძალზედ მნიშვნელოვანია კერძებში სხვადასხვა სუნელების დამატება, რადგან ისინი არა მხოლოდ სძენენ არომატს კერძს, არამეტ ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ორგანიზმში.