სალათი სახელწოდებით ''საყვარელი ქმარი''. ის მომენტალურად გაქრება სუფრიდან

სალათი სახელწოდებით ''საყვარელი ქმარი''. ის მომენტალურად გაქრება სუფრიდან
ეს სალათი, აუცილებლად შეგიყვარდებათ. შებოლილი ქათმის მკერდი , წვნიანი პამიდორი და არომატული ქამა სოკო-მარტო ამ ინგრედიენტების ჩამოთვლით აღგეძვრებათ მადა!

სალათი ,,საყვარელი ქმარი“

ინგრედიენტები

  • 300გრ შებოლილი ქათმის მკერდი
  • 300გრ ქამა სოკო
  • 4 კვერცხი
  • 100გრ. ხახვი
  • 2 მდნარი ყველი
  • 120 გრ პამიდორი
  • 100გრ. მაიონეზი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი

  1. დაჭერით ქამა სოკო თხელ ნაჭრებად. დაალაგეთ გახურებულ ტაფაზე, ცხიმის გარეშე და შეწვით 10 წუთის განმავლობაში. სოკო გაუშვებს წვენს და შემდეგ ჩაშრება.



  2. მოაყარეთ მარილი და წიწაკა დაასხი ზეთი
  3. წვრილად დაჭერით ხახვი და დაუმატეთ სოკოს, და მოშუშეთ 10 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ სოკო და ხახვი ლანგარზე, გააცივეთ.



  4. შებოლილი ქათმის მკერდი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებდ. მაგრად მოხარშული კვერცხი გახეხეთ სახეხზე.



  5. მდნარი ყველი სანამ გახეხავდედე შედგით 40 წუთით მაცივარში, შემდეგ ადვილად გაიხეხება.



  6. ჯამში აურიეთ ყველი და კვერცხი დაუმატე მაიონეზი დაქუცმაცებული ნიორი, კარგად აურიე
  7. მოვიდა სალათის აწყობის დრო- დაალაგე ფენებად სოკო, კვერცხისა და ყველის ნაზავი, ქათმის ფილე დარჩენილი კვერცხისა და ყველის ნაზავი. დადგი ერთი საათი რომ კარგად გაუჯდეს ინგრედიენტები.




  8. პამიდორი დაჭერი ნაჭრებად გამოიღე მაცივრიდან სალათი და მორთე დაჭრილი პამიდორით



  9. სალათი მზადაა, გემრიელად მიირთვით!



  10. სალათი ,,საყვარელი ქმარი“ შებოლილი მკერდით, მაგიდიდან ქრება მომენტალურად.

მისი მომზადება ადვილია, შედეგი პირდაპირ ბომბია. მალე ახალი წელი დადგება და ეს გემრიელი სალათი სადღესასწაულო სუფრისათვის , ცოტაც კი იქნება, იმდენად გემრიელია..