ფუმფულა ქათმის ბლინები ქამა სოკოთი და ყველით

ფუმფულა ქათმის ბლინები ქამა სოკოთი და ყველით
fpaparazzi ქათმის ბლინების უგემრიელეს რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე: 380გ
  • ქამა სოკო- 75 გ
  • ყველი- 60გ
  • რძე- 100მლ
  • კვერცხი-1ცალი
  • სიმინდის სახამებელი 20გ
  • მარილი, პილპილი და სუნელები გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი შესაწვავად


მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე და სოკო დააბლენდერეთ. დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი, მარილი, პილპილი, სუნელები, გახეხილი ყველი და რძე. კარგად აურიეთ.
2. გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი
3. მიღებული მასა კოვზით დაასხით და გაათანაბრეთ. შეწვით ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით.