მხოლოდ 4 ინგრედიენტი ჭირდება მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სალათს: საოცარი და არასდანდარტული შეხამება!

მხოლოდ 4 ინგრედიენტი ჭირდება მსოფლიოში ყველაზე გემრიელ სალათს: საოცარი და არასდანდარტული შეხამება!
იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს საოცრად გემრიელი სალათა, ბევრი არაფერი გჭირდებათ. სალათში ლაკონური სახელწოდებით „კვარტეტი“ ყველა პროდუქტი ერთმანეთს ერწყმის: ქათმის ფილე, მომჟაო-მოტკბო შავი ქლიავის ჩირი, შებოლილი ყველი და კვერცხი. მარტივი და გენიალურია!

თუკი არ გაქვთ შებოლილი ყველი, ჩაანაცვლეთ ის ჩვეულებრივი, მაგარი სახეობის ყველით. სალათა მსუბუქი არ არის, მაგრამ ხანდახან შეგვიძლია თავი გავანებრივოთ ნოყიერი ვახშმით!

საჭირო მასალა:

  • შებოლილი ყველი 150 გ
  • ქათმის ფილე 100 გ
  • შავი ქლიავის ჩირი 150 გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მაიონეზი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე მოხარშეთ, კვერცხიც მოხარშეთ მაგრად, შავი ქლიავი დაალბეთ ადუღებულ წყალში 15 წუთით.
  2. მოხარშული და გაცივებული ქათმის ფილე დაჭერით ქსოვილების გასწვრივ, კვერცხი დაჭერით წვრილად, შავი ქლიავი - მოგრძო ნაჭრებად, ხოლო ყველი გახეხეთ.
  3. ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, მოასხით გემოვნებით მაიონეზი და მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით.

გემრიელად მიირთვით!