ქათმის კალათები

ქათმის კალათები
fpaparazzi ორიგინალურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ძალიან გაალამაზებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას.

საჭირო მასალა:
  • 480 გ ქათმის ფილე
  • 150გ ყაბაყი
  • 40გ იოგურტი
  • 50გ ქამა სოკო
  • ყველი 40 გ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. დაუმატეთ მარილი და პილპილი
2. ყაბაყი გათალეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წყალი
3. ქამა სოკო წვრილად დაჭერით. ყველი გახეხეთ
4. აიღეთ სილიკონის ფორმები, ჩადეთ ქათმის ფილე და დატოვეთ ადგილი გულსართისთვის.
5. გახეხილი ყაბაყი აურიეთ კვერხთან, იოგურტთან და მარილთან ერთად და დაუმატეთ ქათმის ფარშს, თავზე კი მოაწყვეთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო
6. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით

გემრიელად მიირთვით.