შეუდარებელი ტორტი არაჟნის კრემით. უგემრიელესი დესერტი სწრაფად და მარტივად

შეუდარებელი ტორტი არაჟნის კრემით. უგემრიელესი დესერტი სწრაფად და მარტივად
შოკოლადიანი ნაზი ბლინები და არაჟნის კრემი - ეს არის არაჩვეულებრივი შერწყმა! ეფექტისათვის დაამატეთ რამოდენიმე ცალი კენკრა და გახეხილი შოკოლადი, არავითარი მაგია, უბრალო, პროდუქტები და სურვილი, რომ გაგაკვირვოთ.

გაჭრის დროს ბლინის ტორტი გამოდის არაჩვეულებრივად ლამაზიმისი წყობის გამო. რეცეპტში გამოიყენება 20% იანი არაჟანი ,ნაკლებ პროცენტიანიც გამოდგება, ეს დესერტის გემოზე არ იმოქმედებს- კალორიულობას კი დააკლებს. კენკრა გამოდგება ყველანაირი ცოცხალი, გაყინული, ერთი სახეობის, ან ასორტი - შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით

ინგრედიენტები:

  • რძე - 400მლ.ლ
  • ფქვილი - 120 გრ
  • შაქარი - 160გრ.
  • კვერცხი - 1ც
  • კაკაო - 20გრ.
  • კარაქი - 25 გრ
  • მარილი - გემოვნებით
  • ვანილი - 2 მწიკვი
  • არაჟანი - 500გრ.
  • ჟელატინი - 20გრ
  • კენკროვანი ხილი - 200გრ
  • შავი შოკოლადი - 50გრ

მომზადება:

  1. მოამზდეთ ბლინის ცომი- გაცრილ ფქვილში აურიეთ კაკაოს ფხვნილი, 60გრ შაქრის ფხვნილი, მწიკვით მარილი, და მწიკვით ვანილი.
    კვერცხი ათქვიფეთ ძალიან კარგად , დაუმატეთ 250 მლ.ლ რძე, დამდნარი კარაქი და კარგად მოურიეთ, ნელ ნელა დააყარეთ ფქვილის, კაკაოს, შაქრის ნარევი და მოთქვიფეთ მოამზადეთ თხელი ბლინის ცომი გააჩერეთ 20-30 წუთით
  2. გამოაცხეთ ბლინები ჩვეულებრივად ბლინის ტაფაზე- დაასხით ცოტა , ცომი გაანაწილეთ მთელ ტაფაზე, მოცემული ცომიდან გამოდის 10 -12 ცალი თხელი ბლინი



  3. წინასწარ მოამზადეთ ჭურჭელი დესერტის ასაწყობად, გაშლილი თეფში , საკონდიტრო რგოლი ან ნამცხვრის ფორმა- შედგით მაცივარში
  4. მოამზადეთ კრემი: 150გრ ცივ რძეში გახსენით ჟელატინი და დატოვეთ 10 წუთით. არაჟანში აურიეთ მორჩენილი შაქარი დაუმატეთ მწიკვით ვანილი, რძეში გახსნილი ჟელატინი დადგით ცეცხლზე და შეათბეთ, მასში მოათავსეთ არაჟნისა და შაქრის მასა და ნაზად გადაურიეთ
  5. ტორტის აწყობა: საშუალო ზომის ჯამებში ჩაალაგეთ თითო ბლინი , შიგ ჩაასხით 2-3 სადილის კოვზი კრემი, და ჩადეთ რამოდენიმე ცალი კენკრა.



  6. მაცივრიდან გამოიღეთ ნამცხვრის ფორმა რომელზეც უნდა ააწყოთ ტორტი. ბლინები აიღეთ( მოპრუჭნეთ) პარკებივით, ჩააწეთ კრემში და დაალაგეთ მაცივრიდან გამოღებულ ფორმაზე.



  7. მთელი დარჩენილი კრემი გადაანაწილეთ ზემოდან. ტორტიანი ფორმა მოათავსეთ მაცივარში, დატოვეთ გასაცივებლად 4-6 საათით, მას შემდეგ როდესაც კრემი გაუჯდება, ამოიღეთ ფორმიდან გადადეთ სინზე. ზემოდან მორთეთ ხილით და კენკრით.




    თუ თქვენი ტორტის ფორმა ვიწროა და გაგიჭირდებათ სინზე გადმოღება, ადვილად რომ ამოიღოთ დესერტი, ფორმას შემოახვიეთ შემთბარი პირსახოცი, ან ნაზად შემოუარეთ დანით კიდეებზე