ყველაზე სწრაფი და გემრიელი ტორტი არაჟნის კრემით

ყველაზე სწრაფი და გემრიელი ტორტი არაჟნის კრემით
FPAPARAZZI-ის რედაქციამ გაითვალისწინა, რომ ზაფხულში სამზარეულოში ტრიალი საკმაოდ რთულია, ამიტომ გთავაზობთ ტორტის რეცეპტს, რომელიც სწრაფად და მარტივად მზადდება.
საჭირო მასალა:
ბისკვიტისთვის:
  • კარაქი- 100გ
  • შედედებული რძე- 1ქილა
  • კვერცხი- 2 ცალი
  • ფქვილი-1ჭიქა
  • სოდა- ¼ ჩ.კ
  • კაკაო- 2 ჩ.კ

კრემისთვის:
  • არაჟანი (20 %-იანი) — 300 გ
  • შაქარი — 150 გ

მომზადების წესი:
  1. დამდნარი კარაქი აურიეთ შედედებულ რძესთან, რძესთან, კვერცხთან და ფქვილთან ერთად.
  2. დაუმატეთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა და მანამ ურიეთმ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  3. ცომი გაყავით 3 თანაბარ ნაწილად. პირველ ნაწილს დაუმატეთ კაკაო. სამივე ფენა აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
  4. მანამ კი მოამზადეთ კრემი.
  5. არაჟანი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ და ცხელ ფირფიტებს წაუსვით.
  6. ტორტი ზემოდან შეგიძლიათ მორთოთ შოკოლადის მინანქრით ან კენკრით.
  7. მზა ტორტი რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით.