ალუბლის სოუსით და ნაღების კრემით გაჯერებული ბლინის უნაზესი ტორტი
fpaparazzi გთავაზობთ დესერტის რეცეპტს, რომელიც ღირს მოამზადოთ და დაპატიჟოთ ახლობლები.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- ბლინი 20 ცალი ფირფიტა
- ნაღები 35-40 %-იანი 300 გ
- შაქარი 300 გ
- ალუბალი გაყინული ან ცოცხალი
მომზადების წესი:
- ათქვიფეთ ნაღები 200 გ შაქართან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე.
- დაალაგეთ ლანგარზე ბლინის ფირფიტები სათითაოდ და წაუსვით ნაღების კრემი.
- წაუსვით კრემი ყველა ფენას, ზემოდანაც და გვერდებზეც და შედგით მაცივარში 1 საათით.
- სანამ ტორტი მაცივარში ცივდება, მოამზადეთ სოუსი.
- უკურკო ალუბალს დააყარეთ 100 გ შაქარი და დააბლენდერეთ.
- გადაიტანეთ მასა ქვაბში და ხარშეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- მოხადეთ ქაფი, როგორც მურაბას. გააცივეთ, შემდეგ კი მოასხით გაცივებულ ბლინის ტორტს.