ვაშლისა და ბანანის ღვეზელი ფხვიერი ცომითა და არაჟნის კრემით
Facepaparazzi -ი ძალიან გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს გიზიარებთ. ასეთი ნამდვილად არ გექნებათ გასინჯული.
საჭირო მასალა ცომისთვის:
გულსართისთვის:
არაჟნის კრემი:
მომზადების წესი:
1. კარაქი ან მარგარინი დანით წვრილად დაჭერით და ფქვილში აურიეთ. დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი და კვერცხი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში.
2. მანამ კი გულსართი გააკეთეთ- ხილი გარეცხეთ და პატარა კუბებად დაჭერით. დაუმატეთ 1 ჩ.კ სახამებელი.
3. არაჟნის კრემისთვის, არაჟანი ათქვიფეთ. დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი და ვანილი.
4. ცომი ჩაასხით საცხობ ფორმაში. მოაწყვეთ ხილი და წაუსვით კრემი.
5. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით. გამოცხობის შემდეგ გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით. გააცივეთ და
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა ცომისთვის:
- 1 შეკვრა კარაქი ან მარგარინი
- 1კვერცხი
- 1,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
- 0,5 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა ფქვილი
გულსართისთვის:
- ხილი- ვაშლი, ბანანი და ბროწეული
- სურვილისამებრ, შეგიძიათ გამოიყენოთ ხაჭოც
არაჟნის კრემი:
- არაჟანი - 500გ
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი - 6 ს.კ
- ვანილი გემოვნებით
- ფქვილი - 4ს.კ