ბლინის ტორტი მარწყვით - ფაფუკი, ჰაეროვანი და გემრიელი

ბლინის ტორტი მარწყვით - ფაფუკი, ჰაეროვანი და გემრიელი
FPAPARAZZI-მა ამჯერად ბლინის ტორტის რეცეპტი შეგირჩიათ. ეს მოდური და ძალიან გემრიელი დესერტი შეგიძლიათ თავადაც მოამზადოთ სახლში.
საჭირო მასალა:
  • მზა ბლინი
  • ხაჭო -500-600 გ
  • არაჟანი- 6 ს.კ
  • შაქარი- 100 გ
  • ვანილი
  • მარწყვი 1 კგ (600 გ გულსართში, დანარჩენი მოსართავად)

კრემი:
  • არაჟანი -500 გ
  • შაქარი-100 გ
  • ვანილი

მომზადების წესი:
  1. ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის 10-15 ბლინი.
  2. ხაჭო გაცერით საწურში, დაამატეთ შაქარი, ვანილი, არაჟანი და კარგად აურიეთ.
  3. ცალკე ათქვიფეთ კრემისთვის განკუთვნილი არაჟანი და შაქარი ვანილთან ერთად.
  4. თითოეულ ბლინს გადაუსვით ხაჭოს თხელი ფენა.
  5. ზედ დაალაგეთ ფორფიტებად დაჭრილი მარწყვი. ამგვარად ააწყვეთ მთელი ტორტი.
  6. შემდეგ ზემოდან გადაუსვით არაჟნის კრემი და მორთეთ მარწყვით.
  7. გააჩერეთ მაცივარში მინიმუმ 1-2 საათი. სასურველია, თუკი მთელი ღამით დატოვებთ.