ლიმონი და კვერცხი დეპრესიის დამარცხებაში დაგეხმარებათ

ლიმონი და კვერცხი დეპრესიის დამარცხებაში დაგეხმარებათ
მეუღლესთან უთანხმოებამ საშინელ დეპრესიაში ჩამაგდო. ახლობლები რას აღარ მთავაზობდნენ, მაგრამ ამაოდ - სპეციალისტთან მისვლასა და მკურნალობაზე ფიქრიც არ მინდოდა. ბოლოს შვილების ხათრით რაღაც დამამშვიდებელი ნარევის სმა დავიწყე. თქვენ წარმოიდგინეთ, ორიოდე კვირაში მხოლოდ დეპრესიას კი არ დავაღწიე თავი, პრობლემისადმი დამოკიდებულებაც შემეცვალა. მომავალზეც კი დავიწყე ფიქრი. გთავაზობთ ჩემ მიერ ნაცადი წამლის რეცეპტს. მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება.

დაგჭირდებათ:
  • 1 კვერცხი
  • 2 ლიმონი

მომზადების და გამოყენების წესი:
საღამოს კარგად გარეცხეთ ახალი კვერცხი, ორი მოზრდილი ლიმონი კარგად გამოწურეთ და გამონაწური კვერცხს დაასხით (კვერცხი მთლიანად უნდა დაიფაროს ). ასე დატოვეთ დილამდე. დილით კვერცხი ამოიღეთ, დარჩენილ სითხეს კარგად მოურიეთ და უზმოზე დალიეთ.
ნაყენის თეთრი ლაქები ნუ შეგაშინებთ, ლიმონის წვენს მონაცრისფრო ფერი უნდა დაჰკრავდეს. წვენიდან ამოღებული კვერცხი შეგიძლიათ ჩვეულებრივ გამოიყენოთ კერძის მოსამზადებლად. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 - 3 კვირაა.

ნერვულ გადაძაბვას გადაურჩებით თუ ამ მცენარეულ ნაყენს მიიღებთ:
გთავაზობთ დამამშვიდებელი ნაყენის რეცეპტს: კარგად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ:
  • 30 გრ კუნელის ნაყოფი და ამდენივე ყვავილი;
  • 30 გრ კრაზანა;
  • 30 გრ ფარსმანდუკი;
  • 20 გრ კატაბალახას ფესვი.

მომზადების და მიღების წესი:
ერთ სუფრის კოვზს ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 5 - 6 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4 -ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ამ ნაყენის განუწყვეტლივ მიღება არ შეიძლება - ნერვულ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს. ამიტომ დროდადრო რამდენიმე კვირით უნდა შეისვენოთ. ნაყენი აწესრიგებს ძილსაც.

გისურვებთ ჯანმრთელობას!
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული რეცეპტი