სალა ზეითუნის ზეთზე სასაგრებლოა: თქვენ გაოცდებით, როცა შეიტყობთ ამ ახალ აღმოჩენას

სალა ზეითუნის ზეთზე სასაგრებლოა: თქვენ გაოცდებით, როცა შეიტყობთ ამ ახალ აღმოჩენას
ცივი სეზონი - ეს გრიპის და სხვა რუნოვირუსული ინფექციების ბატონობის პერიოდია. ექიმები გვირჩევენ ამ დროს ყურადღება მივაქციოთ სრუფლასოვან რაციონს და მის საკმარისად კალორიულობას. კერძოდ, უნდა დავეყრდნოთ იმ პროდუქტებს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ორგანიზმს ავადმყოფობებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. სალა - ერთ-ერთი ასეთი პროდუქტია.

სალას შესახებ დადის უამრავი ლეგენდა, შეცდომაში შესულ ხალხს ან საერთოდ ამოაქვს რაციონიდან, ან ძალიან ზღუდავს მის მიღებას. ჩვენ შევეცდებით გაგარკვიოთ საკითხის დეტალებში და გაგიფანტოთ მითი სალას მავნებლობის შესახებ.



მითები სალას მავნებლობის შესახებ

  1. სალა - თეთრი ქონია

    დიახ, ქონია. მაგრამ, განა ასე ცუდია იგი? ეს არის ნივთიერება, რომლის გარეშეც ორგანიზმში არ მიმდინარეობს არცერთი იმუნური რეაქცია. ასევე ცხიმი საჭიროა ლიპიდური ცვლისთვის.

  2. სალა - მთლიანად ქოლესტერინია

    ისევე, როგორც ნებისმიერ ცხველური წარმოშობის პროდუქტში, სალაშიც არის ქოლესტერინი. თუმცა იგი არ წარმოადგენს ორგანიზმისთვის უცხო შენაერთს. მას აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქციები, მაგალითად, სალა მონაწილეობს ჰემატოპოეზში და შედის უჯრედშორის მემბრანების ბირთვში.

    გავრცელებული შეხედულების მიუხედავად, ქოლესტერინის რაოდენობა სალაში არც ისე დიდია. შეადარეთ: 100 გრ სალა შეიცავს 70-100 მგ ქოლესტერინს, ძროხის ღვიძლი კი - 240-400 მგ-ს!

    მნიშვნელოვანია არა ქოლესტერინის რაოდენობა, არამედნ მისი სახეობა (ექიმებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ არსებობს სასარგებლო და მავნებელი), ასევე ჰორმონალური ბალანსის დონე და ლიპიდური ცვლა. ამ უკანასკნელს კი ხელს უწყობს ლინოლეური და არიციდონიკური მჟავები, რომლებსაც შეიცავს სალა. რათქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ სალას სარგებელზე,იგულისხმება მხოლოდ საღი, არანაირი შებოლილი.




  3. სალა ასუქებს

    რა თქმა უნდა, აქ მთავარია ზომიერება. მისი კალორიულობა აშკარაა: 100 გრ - 770კკალ. თუმცა, სალა განეკუთვნება პროდუქტებს "გრძელი კალორიულობით", იგი სრაფათ შეიწყოვება, იყოფა, ამასთან დიდხანს ნარჩუნდება მაძღრობის შეგრძნება.

    სალას დღიური ნორმა 20-80 გრამია ადამიანის ატიურობის დონის მიხედვით. გახსოვდეთ ენერგეტიკული ბალანსი: გახდომისთვის მთავარია არა თავად საკვები, არამედ მისი რაოდენობა!



  4. არ შეიძლება სალას მიღება პურთან ერთად

    სალა და ჭვავის პური ქატოთი ერთმანეთისთვისაა შექმნილი! ისინი დადებითად მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე. სალას მცირე ნაჭერი ნიორთან ერთად პურის ნაჭერზე - გრიპის გემრიელი პროფილაქტიკაა. როგორი სიმშვიდის გრძნობა გეუფლებათ ერთი-ორი ასეთი ბუტერბროდის შემდეგ... უდაოდ, ეს პროდუქტი არაა განკუთვნილი საღამოს ტრაპეზობისთვის, ვახშმად უმჯობესია შეარჩიოთ რაიმე უფრო მსუბუქი.




  5. არ შეიძლება შესაწვავად სალას გამოყენება

    ახლა კი მოემზადეთ! ინგლისური უნივერსიტეტის, დე მონტფორტის მეცნიერებმა, ბოლო გამოკვლებვებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ სალა საჭმლის მომზადებისთვის გაცილებით უსაფრთხო ცხიმია, ვიდრე მცენარეული ზეთი. არარაფინირებული ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირის ზეთის სარგებელი აშკარაა, ოღონდ როდესაც მათ ვიყენებთ საღ მდგომარეობაში.

    წვის დროს მცენარეული ზეთი გამოყოფს კანცეროგენებს, რომელთა ზემოქმედება ორგანიზმზე ზრდის სიმსივნისა და გულის დაავადებების რისკს და ტვინის ფუნქციონირების შეზღუდვას. ამიტომ სითბური დამუშავებისთვის ჯობია გამოვიყენოთ მკვრივი ცხიმი.



რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, რამდენიმე ლუკმა სალა უმი ბოსტნეულის სალათთან ერთად - დიეტისთვის საუკეთესო არჩევანია. ხოლო მიირთმევთ, თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია.

ჯანმრთელობას და გემრიელ ტრაპეზობას გისურვებთ. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, გაუზიარეთ იგი მეგობრებს!